fbpx
18:51 | 2020-11-28 ავტორი: თამარ ბუჩუკური

ამ ბავშვს ფილტვების 70% დაზიანებული ჰქონდა – ექიმი ინფიცირებულ ჩვილზე ემოციურ პოსტს აქვეყნებს

ამ ბავშვს ფილტვების 70% დაზიანებული ჰქონდა – ექიმი ინფიცირებულ ჩვილზე ემოციურ პოსტს აქვეყნებს

სოციალურ ქსელში ექიმი ირაკლი კვეკესკირი ემოციურ პოსტს კოვიდინფიცირებულ ჩვილზე ავრცელებს. მისი ინფორმაციით, პატარას ჯანმრთელობის მდგომარეობა საკმაოდ მძიმე იყო, მაგრამ საბედნიეროდ, მან Covid-19 დაამარცხა და კლინიკა დატოვა.

 

„ჩემი ყველაზე პაწაწუნა Covid დადებითი, საკმაოდ მძიმე პაციენტი (2 კვირა ხელოვნური სუნთქვის აპარატზე, ფილტვების 70% დაზიანებით) გაეწერა სრულიად ჯანმრთელი … გამოჯანმრთელებული პაციენტია თვით ბედნიერება.

 

ეს პოსტი დავდე არა იმიტომ რომ რამე განსაკუთრებული ჩავიდინე, არამედ ჩემი ბედნიერება გამეზიარებინდა და ამ რთულ ჟამს ცოტა პოზიტივი შემეტანა თითოეულ თქვენთაგანში​, გისურვებთ ჯანმრთელობას” – წერს ექიმი. 

 

2020-11-26"ისაუბრებ დედიკოს და მამიკოს ურთიერთობაზე?!" - მცირეწლოვანი დების დაკითხვის ემოციური დეტალები

ავტორი: თამარ ბუჩუკური

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X