15:34 | 2020-05-01 ავტორი: თეონა აბესაძე

ამ ბავშვებს მამა მარტო ზრდის – ერთი ოჯახის გასაჭირი

ამ ბავშვებს მამა მარტო ზრდის – ერთი ოჯახის გასაჭირი

ქვეყანაში პანდემიის გამო შექმნილმა კრიზისმა ოქროპირიძეების ოჯახი მნიშვნელოვნად დააზარალა. ისინი ახლა თავს მხოლოდ სოციალური შემწეობით ირჩენენ, რომელიც ყოველთვიურად 100 ლარის ოდენობით ერიცხებათ.

 

28 წლის გიორგი ოქროპირიძე ქობულეთში, სოფელ ლეღვაში სამი წელია რაც ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობს.

მეუღლესთან განშორების შემდეგ, რუსეთიდან ჩამოვიდა და მშობლიურ სოფელში გოგონებს პატრონობს.

 

„პრაიმტაიმთან“ საუბრისას ყვება რომ სამშენებლო სამუშაოების შესრულება კარგად გამოსდის, ამ მიმართულებით ყოველთვის მუშაობდა, თუმცა შექმნილი მძიმე მდგომარეობიდან გამომდინარე ორ თვეზე მეტია შემოსავლის გარეშე დარჩა.

 

„სამი წელია რაც მარტო ვცხოვრობთ, 8 და 9 წლის შვილები მყავს. ყველაფერის კეთება ჩემს შვილებს უწევთ, რადგან სახლში სამსახურიდან ხშირად გვიან ვბრუნდები. ჩემი გოგონები საჭმელსაც ამზადებენ და სახლსაც ალაგებენ.

 

გული მწყდება ბავშვობის ასაკიდან ასე მალე რომ ზრდასრულ ასაკში გადავიდნენ, თუმცა ყველაფერს გავაკეთებ მათი მომავლისთვის.

 

მინდა რომ განათლება მივცე, რათ მომავალში რეალიზებულები იყვნენ. შეძლეწბიდაგვარად ყველგან ვმუშაობდი, თუმცა იცით ჩვენთან ახლა რა მდგომარეობაცაა, კორონავირუსის გავრცელების გამო სოფლები ჩაიკეტა.

ახლა მხოლოდ ბავშვებისთვის განკუთვნილი შემწეობის იმედად ვართ, თითოეული 50 ლარიან დახმარებას იღებს.

 

მუნიციპალიტეტი დაგვეხმარა საკვები პროდუქტი, თუმცა საკმარისი არ არის“, – ამბობს გიორგი ოქროპირიძე.

 

გიორგის თქმით, როცა ის სამუშაოდ მიდის დღის განმავლობაში ბავშვებს ყურადღებას მეზობლები აქცევენ, თუმცა მაინც მშვიდადაა რადგან გოგონები სახლში მარტოც რჩებიან.

 

28 წლის მარტოხელა მამას იმედი აქვს რომ ყველაფერი მალე დასრულდება, რადგან მის გარდა ბევრი ოჯახია ყოველდღიურ შემოსავალზე დამოკიდებული.

 

ბავშვებთან გასაუბრებისას გაირკვა, რომ ისინი ონლაინ გაკვეთილებში მონაწილეობას ვერ ახერხებენ, მათი თქმით ნოუთბუქი გაუფუჭდათ და შეკეთების მიუხედავად მწყობრიდან მალევე გამოვიდა.

 

კორონავირუსის გამო ვერც თანაკლასელებთან გადადიან სამეცადინოთ.

 

ავტორი: თეონა აბესაძე

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X