20:04 | 2020-05-19 ავტორი: თამარ გონგაძე

“ამ აკრძალვის გამო ბავშვი საბარგულით ვატარე. ეს ნორმალურია?” – თამარ ივერმა დარღვევა აღიარა

“ამ აკრძალვის გამო ბავშვი საბარგულით ვატარე. ეს ნორმალურია?” – თამარ ივერმა დარღვევა აღიარა

პანდემიის დასაწყისში დადგენილი აკრძალვა, რომ მსუბუქ ავტომობილში სამ პირზე მეტი არ უნდა იჯდეს, დღემდე ძალაშია და ჯერჯერობით უცნობია, როდის გაუქმდება. ამ აკრძალვამ, მრავალრიცხოვან ოჯახებს, ორი თვის გასვლის შემდეგ, უკვე დისკომფორტი შეუქმნა.

 

ამ რიცხვშია ოპერის მომღერალი თამარ ივერი, რომელსაც ტყუპები ჰყავს და ორივე შვილთან ერთად ავტომობილით მგზავრობის უფლება არ აქვს.

 

ის “პრაიმტაიმის” მკითხველს თავის ემოციას უზიარებს და ერთ დარღვევაშიც გამოუტყდა.

 

თამარ ივერი: – პანდემიისას მესმის, ორი კვირა, ერთი თვე რომ არ გავიდეთ, თუკი ეს ძალიან აუცილებელი არ არის. მაგრამ ორი თვის მერე რთულია ამის დაცვა. მახსოვს, მხოლოდ საკვების და წამლის საყიდლად გავდიოდით კარგა ხანს. მაგრამ ეს უკვე დამღლელია.

 

ორი პატარა ბავშვი მყავს, ტყუპები. ექიმთან რომ დამჭირდეს ორივეს წაყვანა, რა გავაკეთო, როგორ უნდა მოვიქცე? არის შემთხვევა აცრას ან რამე სხვა სამედიცინო პროცედურას ორივეს ერთდროულად ვუტარებთ. გარდა ამისა, გვინდა ადამიანურად გავიდეთ პარკში მთელი ოჯახი. მაგრამ მანქანაში ვერ ვსხდებით.

რას ფიქრობენ ცნობილი ქალები შაბათ-კვირას ავტომობილების მოძრაობის აკრძალვაზე
2020-04-23რას ფიქრობენ ცნობილი ქალები შაბათ-კვირას ავტომობილების მოძრაობის აკრძალვაზე

 

 

იმისთვის, რომ ბავშვები პარკში წამეყვანა, იმ დონემდეც მივედი, რომ ერთი ბავშვი საბარგულში ჩავსვი, სავარძელი გადმოვწიე და იქიდან იჭყიტებოდა.

 

გოგონა იჯდა საბარგულში და იქ ჯდომა და თამაში ისე მოეწონა, აღარ გამოდიოდა იქიდან.

 

პატრულს რომ გავეჩერებინე, იმ სავარძელს უცებ ავწევდი და ბავშვს დავმალავდი. ამ დონემდე უნდა მივიდეთ? ეს თუ უფრო ნორმალურია სახელმწიფოსთვის, კი ბატონო.

 

ამ პირობებში გამორიცხულია, რომ ძიძასთან ერთად სადმე წახვიდე. ზაფხული მოდის, იმერეთში ბებიას სოფელში გვინდა წასვლა. მაგრამ ამ აკრძალვის გამო ვერ მივდივართ.

 

ისე ძალიანაც არ მიყვარხართ ახლა, რომ 3000 ლარიანი ჯარიმა „ავიკიდო“ - დათო ლიკლიკაძის იუმორისტული ჩართვა პირდაპირ ეთერში
2020-04-01ისე ძალიანაც არ მიყვარხართ ახლა, რომ 3000 ლარიანი ჯარიმა „ავიკიდო“ - დათო ლიკლიკაძის იუმორისტული ჩართვა პირდაპირ ეთერში

 

 

სულ ხომ არ არის იმის საშუალება, რომ ორი მანქანით ვიაროთ.

 

ყოფილა შემთხვევა ჩემს მეუღლეს ერთი ბავშვი ჩაუსვამს მანქანაში, მე – მეორეში მეორე. მაგრამ ეს ნორმალურია? ეს ხომ ორმაგი ხარჯია, საწვავი და ასე შემდეგ…

 

ასე შავ-თეთრად არ შეიძლება საკითხს მიუდგეს სახელმწიფო. არსებობს მრავალშვილიანი ოჯახები, არის გადაუდებელი მომენტები. აი, ამაზე ვღიზიანდები.

ავტორი: თამარ გონგაძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები