fbpx
17:51 | 2020-10-08 ავტორი: Prime Time

ამ ახალგაზრდა ქალმა მრავალი მეტოქე გაანადგურა – ვინ არის ლიანა ჯოჯუა?

ამ ახალგაზრდა ქალმა მრავალი მეტოქე გაანადგურა – ვინ არის ლიანა ჯოჯუა?

ქართველი სპორტსმენი ლიანა ჯოჯუა საბრძოლო ჩემპიონატებში დიდი წარმატებებს აღწევს. 25 წლის მებრძოლმა რამდენიმე ხნის წინ უძლიერესი მეტოქე, რუმინელი დიანა ბელბიტა დაამდარხა და ასე მოიგო UFC-ში პირველი ბრძოლა.

 

გამარჯვების შედეგად, 25 წლის ჯოჯუამ 23 500 დოლარი გამოიმუშავა. მათ შორის 10 ათასი გარანტირებული ჰქონდა, დამატებით 10 ათასი გამარჯვებისთვის მიიღო, ხოლო 3 500 – სპონსორებისგან.

 

Лиана Джоджуа

 

ლიანა ჯოჯუა UFC-ში 2019 წლიდან ასპარეზობს. მისი დებიუტი გასული წლის 7 სექტემბერს სარა მორასთან შედგა.

 

მან სხვადასხვა ბრძოლებში არაერთი რუსი მეტოქეც დაამრცხა.

 

„ჩემი მთავარი უპირატესობა ჩემი ხასიათია“, – ამბობს ლიანა და საკუთარ მიზანდასახულობას უსვამს ხაზს.

 

„ჩხუბის დაწყებამდე ყოველთვის დიეტას ვიცავ, რადგან წონას დაახლოებით ორი კილოგრამით ვამცირებ. ჩემთვის ეს ყველაზე უსიამოვნო მომენტია, რადგან ხაჭაპურის და ხინკლის დიდი მოყვარული ვარ.

 

Лиана Джоджуа

 

რაც შეეხება სპორტულ დატვირთვებს, მწვრთნელები აკონტროლებენ ჩემს ყველა მომზადებას. როგორც წესი, ბრძოლის დაწყებამდე დღეში მაქვს ორი ვარჯიში, მაგრამ უშუალოდ ბრძოლის წინა დღეს ვისვენებთ, რადგან შეხვედრას დასვენებული მივუდგეთ.

 

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მორალური მომზადებაა. ვცდილობ ემოციები გავაკონტროლო და მივუდგე ბრძოლას ყოველგვარი აგრესიისა და სიბრაზის გარეშე, რადგან ეს ჩემი საყვარელი გართობაა და მე მსიამოვნებს“, – ამბობს ლიანა ჯოჯუა.

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X