13:07 | 2021-09-27 ავტორი: მარი ჯაფარიძე

ამ ახალდაბადებული ჩვილის მზერამ ექიმები შოკში ჩააგდო – ერთი ფოტოს ისტორია ავტორისგან

ამ ახალდაბადებული ჩვილის მზერამ ექიმები შოკში ჩააგდო – ერთი ფოტოს ისტორია ავტორისგან

ბრაზილიელმა ფოტოგრაფმა სამშობიარო ბლოკში უნიკალური კადრი გადაიღო.

 

ჩვილების უმეტესობა დაბადების შემდეგ ტირის. იზაბელა პერეირა კი დუმდა და ყურადღებით აკვირდებოდა ექიმებს, თავისი დაბადების დროს. როდრიგო კუნსტმანმა ახალშობილის მზერა 13 თებერვალს ბრაზილიის რიო-დე-ჟანეიროს კლინიკაში მიიპყრო.

 

ფოტოგრაფი ჰყვება, რომ კინაღამ გამოტოვა ყველაზე მაგარი მომენტი. „ექიმი ძალიან დამეხმარა, რადგან ის დაეხმარა ახალშობილს დედასთან კონტაქტში“, – ამბობს ის.

 

„მაგრამ როდესაც საოპერაციო ოთახიდან გავედი, მხოლოდ ერთი რამეს ვხედავდი – ბავშვის სახის გამომეტყველებას”.

 

 

კუნსტმანი პროფესიონალი ფოტოგრაფია. მან თავის გვერდზე გამოაქვეყნა ახალდაბადებული იზაბელა პერეირას ფოტო, იუმორისტული წარწერით: „დღეს ჩემი დაბადების დღეა და ამ ღონისძიებისთვის სამოსიც კი არ მაქვს”.

 

ფოტო რამდენიმე დღეში გახდა ვირუსული, ამის შესახებ დაწერეს მსოფლიოს საინფორმაციო საშუალებებმა.

 

კუნსტმანმა აღიარა, რომ ამ ფოტომ შეცვალა მისი ცხოვრება და კარიერა.

 

„მშობიარობა უნიკალური მომენტია. შემიძლია, თავი ბედნიერ ადამიანად ჩავთვალო. ვგრძნობ, რომ ჯეკპოტი მოვიგე ”, – წერს ის.

 

კუნსტმანმა თქვა, რომ იზაბელამ მას შემდეგ შეარბილა მკაცრი მზერა, როცა ჭიპლარი გადაჭრეს.

 

წყარო: ფოტოგრაფის სოციალური გვერდი

ავტორი: მარი ჯაფარიძე

X

error: Content is protected !!