23:08 | 2021-05-27 ავტორი: თამარ ბუჩუკური

ამ ადამიანებმა საკუთრება დათმეს, მესაკუთრემ უნდა გადაწყვიტოს, ააშენოს თუ არა ჰესი – ზურაბ ჯაფარიძე

ამ ადამიანებმა საკუთრება დათმეს, მესაკუთრემ უნდა გადაწყვიტოს, ააშენოს თუ არა ჰესი – ზურაბ ჯაფარიძე

გირჩი-მეტი თავისუფლების” ლიდერის შეფასებით, ნამახვანჰესის საკითხი უნდა გადაწყდეს ისე, როგორც ამას მესაკუთრე გადაწყვეტს. როგორც ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ ღამის კურიერში განაცხადა მსგავსი პროექტები და საკითხები რთულდება იმის გამო, რომ ამაში ჩარეულია სახელმწიფო.

„კაქი ლაა...შეწუხდა ქალაქის
2021-05-27„კაქი ლაა...შეწუხდა ქალაქის "ელიტა" ორი დღე "რიონელების" მიერ გადაკეტილი გზით“- თამარ ივერი

 

გუმათში განვითარებულ მიმდინარე მოვლენებზე ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ეთერში, გადაცემაში “ღამის კურიერში” ზურა ჯაფარიძემ ისაუბრა.

 

“იქ ადამიანები ცხოვრობენ, რომელთაც ჰქონდათ რაღაც საკუთრება, ამ ადამიანებმა საკუთრება გაყიდეს, დათმეს, შესაბამისად იმას ჰყავს ახლა ახალი მესაკუთრე და მესაკუთრემ უნდა გადაწყვიტოს ააშენოს თუ არა, ზოგადად ასე წყდება ყველაზე ლოგიკურად და სამართლიანად ნებისმიერი ეგეთი ტიპის პროექტები და საკითხები. არსებობენ მესაკუთრეები, ისინი თუ რაღაცას თმობენ და ჩნდება ახალი მესაკუთრე, ის წყვეტს რა გააკეთოს.

 

ეს ყველაფერი, რასაც ჩვენ ვუყურებთ ხდება იმის გამო, რომ ამ ყველაფერში არის ჩათხრილი სახელმწიფო და ამის გამოა არეულ-დარეული ყველაფერი. მაგალითად, თუ გინდა რომ პროექტი განახორციელო, უნდა დაელაპარაკო სხვადასხვა სამინისტროს, აიღო ნებართვები და ა.შ., მერე ირევა ყველაფერი.

 

 

ლაგდება ყველაფერი, როცა მკვეთრად არის განსაზღვრული კერძო საკუთრების საკითხი,” – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

ავტორი: თამარ ბუჩუკური


X

error: Content is protected !!