15:54 | 2020-04-18 ავტორი: სალომე ნეფარიძე

ალავერდის მონასტერში აღდგომის დღესასწაულისათვის ემზადებიან

ალავერდის მონასტერში აღდგომის დღესასწაულისათვის ემზადებიან

ალავერდის მონასტერში აღდგომის დღესასწაულისათვის ემზადებიან. ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე დამონტაჟებულია ხმოვანი აპარატურა და თეთრი საღებავით მრევლისთვის განკუთვნილი ადგილია მონიშნული.

 

ღამისთევაზე მისულ მრევლს თერმოსკრინგს ჩაუტარებენ და სადეზინფექციო ხსნარს დაურიგებენ.

 

შაბათის წირვის დასრულების შემდეგ, ალავერდის მიტროპოლიტმა, მეუფე დავითმა განმარტა, რომ სააღდგომო ლიტურგია ღამით დაიწყება.

 

„ველოდებით მრევლს, იმიტომ რომ დიდი დღესასწაულია. უბრალოდ არ ვიცი, ბევრი იქნება თუ ცოტა.
მაგრამ ერთი დაზუსტება შეგვიძლია, სადაც ორი, ან ორზე მეტი შეიკრიბება ქრისტეს სახელით, იქ არის თავად ქრისტე და სამი მომლოცველი რომ იყოს იქ იქნება.

 

რაც შეეხება შეზღუდვებს, ეს დალოცვილი მონასტერი დიდია ზომით და ვითვალისწინებთ რეკომენდაციებს. მთელი მონასტრის ტერიტორია მონიშნულია და ღამისთევას დავიწყებთ ღამით, გვექნება ლიტანია, ღვთის მადლით და შეწევნით მონასტერი მოწესრიგებულია და ლიტანიობის დროს სიარული არ იქნება რთული.

 

გვაქვს იმედი რომ ყველაფერი იქნება მშვიდობით. გარდა ამისა, ადგილობრივ ხელმძღვანელობას ვთხოვეთ, რომ ამ მნიშვნელოვანი დღესასწაულის დროს, მათი მხრიდან ყოფილიყო დახმარება და შეწევნა. კერძოდ, პოლიცის ეკიპაჟი, იმ შემთხვევაში, თუ იქნება ხალხის სიმრავლე.

 

ასევე თუ იქნება საშუალება, მრევლი თერმოსკრინინგით შემოწმდეს. ჩვენთვისაც მოულოდნელი იყო ასეთი საგანგებო მდგომარეობა, და სამხედრო წესით არ გვიცხოვრია და ამიტომ ასეთი ფეხაწყობით ვერ ვაკეთებთ ყველაფერს, თუმცა მონდომებას არ ვაკლებთ“, – ამბობს მეუფე დავითი.

 

შეგახსენებთ, 17 აპრილიდან 21 აპრილამდე, მსუბუქი ავტომობილების გადაადგილება შეიზღუდა, რამაც სააღდგომო ლიტურგიაზე დასწრების მსურველებს პრობლემა შეუქმნა

 

ავტორი: ხათუნა გულიაშვილი

ავტორი: სალომე ნეფარიძე

0
კომენტარი - +

X