13:15 | 2020-04-07 ავტორი: Prime Time

ალავერდის მამათა მონასტერში სხვებთან ერთად მცირეწლოვნებიც ეზიარნენ

ალავერდის მამათა მონასტერში სხვებთან ერთად მცირეწლოვნებიც ეზიარნენ

დილიდან ხალხმრავლობაა ალავერდის მამათა მონასტერში. ეპარქიის მრევლი ხარების დღესასწაულთან დაკავშირებულ წირვა-ლოცვას ესწრება.

 

ხარების დღესასწაულის აღსანიშნავ წირვა-ლოცვაზე, ბავშვების სიმრავლეც შეინიშნებოდა. ისინი წირვა- ლოცვასაც ესწრებოდნენ და ზიარების რიტუალშიც მონაწილეობდნენ.

 

სხვა მორწმუნეებთან ერთად, მცირეწლოვნებმა ზიარება ერთი კოვზიდან მიიღეს.

 

7 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია ხარების დღესასწაულს ზეიმობს. ეს არის დღესასწაული, რომელიც ღვთისმშობლისთვის ანგელოზის მიერ ხარებას, რომ კაცობრიობის მხსნელს მოავლენს უკავშირდება.

 

ავტორი: ხათუნა გულიაშვილი

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +