00:38 | 2021-09-24 ავტორი: Prime Time

ალაპარაკდება თუ არა კავილაძე აკო ჭელიძის წინააღმდეგ, რომელმაც ნიკო კვარაცხელიას 10-ზე მეტი ტყვია ესროლა – რა იცის ადვოკატმა

ალაპარაკდება თუ არა კავილაძე აკო ჭელიძის წინააღმდეგ, რომელმაც ნიკო კვარაცხელიას 10-ზე მეტი ტყვია ესროლა – რა იცის ადვოკატმა

10-მეტი ტყვიით მოკლული 22 წლის ნიკოლოზ კვარაცხელია დღეს თბილისში, საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალეს. დასაფლავებას ვერ დაესწრო მოკლულის მამა, გია კვარაცხელია, რომლის საქმიანობასაც შურისძიების ვერსია უკავშირდება. ახლობლების განცხადებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა და ჩამოსვლა ვერ შეძლო.

 

2021-09-21„30 000-მა ადამიანმა გააცილა უკანასკნელ გზაზე ნიკო, ყველამ მწარედ ვიტირეთ, განსაკუთრებით დედის წარმოთქმულ ბოლო სიტყვებზე…“ – ზურიკო გოგოხია

შეძრული სულით ხორცამდე... გამწარებული დედა მოგმართავთ - ნიკო კვარაცხელიას დედა საზოგადოებას და ბრალდებულების ოჯახებს მიმართავს
2021-09-23შეძრული სულით ხორცამდე... გამწარებული დედა მოგმართავთ - ნიკო კვარაცხელიას დედა საზოგადოებას და ბრალდებულების ოჯახებს მიმართავს

 

მკვლელობაში ბრალდებულები ისევ იძებნებიან. „კურიერის“ ინფორმაციით, ბრალდებულებმა  საზღვრის გადაკვეთა მოახერხეს და საქართველოს მეზობელ ქვეყანაში იმყოფებიან. ერთ-ერთი ვერსიით, ბრალდებულებმა საზღვარი სარფიდან თურქეთის მიმართულებით გადალახეს.

 

ასევე „კურიერის“ ინფორმაციით, საქართველოს სხვა მეზობელი ქვეყნიდან მოხდა მკვლელობის დაკვეთაც. გამოძიების ძირითადი ვერსიით, ქილერები ძმები კაკულიების დავალებით მოქმედებდნენ, თუმცა კითხვის ნიშის ქვეშ რჩება – იყო თუ არა ეს სასტიკი მკვლელობა ე.წ. ქურდული სხოდკის დაკვეთაც და არის თუ არა უდანაშაულო ახალგაზრდის მკვლელობა ავტორიტეტული „ქურდების“ სინდისზე.

 

ამასთან, „კურიერისთვის“ ცნობილია, რომ ნიკოლოზ კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებული გიორგი კავილაძე ოჯახთან და ადვოკატთან კონტაქტზე გამოვიდა.

 

 

ნახეთ, სხვა მნიშვნელოვანი სიახლეები:

 

 

 

ავტორი: Prime Time

X