fbpx
17:05 | 2020-04-21 ავტორი: ალექსი ქამადაძე

აკრძალვა გაგრძელდა – ავტომობილების გადაადგილება კიდევ ერთი კვირით შეიზღუდა

აკრძალვა გაგრძელდა – ავტომობილების გადაადგილება კიდევ ერთი კვირით შეიზღუდა

უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოში საავტომობილო გადაადგილების აკრძალვა ერთი კვირით გაგრძელდა. გადაწყვეტილება საბჭომ ცოტა ხნის წინ მიიღო.

 

მთავრობის ადმინისტრაცია მოუწოდებს მოქალაქეებს, გაითვალისწინონ აკრძალვის მოქმედების ვადები, რათა თავიდან აიცილონ კანონის დარღვევა და ამგვარი ქმედებისთვის დაწესებული ჯარიმები.

 

საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივების შესახებ კი, პარლამენტი ხვალ, 22 აპრილს იმსჯელებს.

 

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები 408-მდე გაიზარდა, მათ შორის გამოჯანმრთელდა 95 ადამიანი, ხოლო გარდაცვლილია 4 მოქალაქე.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: ალექსი ქამადაძე

0
კომენტარი - +

X