21:00 | 2020-05-26 ავტორი: მარი ჯაფარიძე

აკრძალული ეროტიკული ღია ბარათები XVIII საუკუნიდან – თანამდეროვე კოლექციონერების ოცნება

აკრძალული ეროტიკული ღია ბარათები XVIII საუკუნიდან – თანამდეროვე კოლექციონერების ოცნება

XX საუკუნის დასაწყისში, ბევრ ქვეყანაში ეროტიკული ფოტოების გაყიდვა დაიწყო, მიუხედავად იმისა, რომ აკრძალული იყო.

 

მათი შეძენა შესაძლებელი იყო წიგნების ან თამბაქოს მაღაზიაში, მაგრამ ფოტოგრაფებმა უარი თქვეს სურათებზე საკუთარი სახელის მიწერაზე, რომ დაკავებას გადარჩენილიყვნენ.

 

შიშველი ქალის ფოტოები ინოვაციური არ იყო – საუკუნეების განმავლობაში, მხატვრები ქალებს ხატავდნენ ტანსაცმლის გარეშე და როდესაც ფოტოგრაფია იშვიათობასა და ფუფუნებას აღარ წარმოადგენდა, ზოგიერთი ფოტოგრაფის ყურადღება სწორედ ამ მიმართულებამ მიიქცია.

 

ალბათ, თავდაპირველად ასეთი სურათების გადაღების იდეა იყო ქალის ფორმების სილამაზის გამოჩენა და არა – მაყურებლის აღგზნება, მაგრამ ჟანრის განვითარებასთან ერთად, ფოტოსურათები უფრო და უფრო პროვოკაციული გახდა:

 

ქალბატონებს ჯერ კიდევ ეცვათ ტანსაცმელი, მაგრამ ღილები ჰქონდათ ჩახსნილი, ინტერიერში გამოჩნდა საწოლები, მოდელები კი კამერასთან ურთიერთობდნენ და ობიექტივში იყურებოდნენ – თითქოს პირდაპირ უმზერდნენ მნახველს.

 

 

ხელისუფლებას სურდა, გაეკონტროლებინა ასეთი სურათების გაყიდვა და 1840-1850 წლებში, როდესაც დაგეროტიპების გამოყენება დაიწყეს, ამის გაკეთება რთული არ იყო.

 

სულ რამდენიმე ფოტოგრაფი იყო და მაგალითად, საფრანგეთში, ყველას რეგისტრაცია უნდა გაევლო.

 

თუმცა, დროთა განმავლობაში ფოტოგრაფია ხელმისაწვდომი გახდა, რის გამოც, გაიაფდა კიდეც.

 

გაიხსნა სტუდიები და პარიზში გამოჩნდა ე.წ. „სარისკო ბარათები“ (risqué). რაც უფრო მრავლდებოდნენ ისინი, მით უფრო რთული იყო კონტროლი.

 

ეროტიკული ღია ბარათების გაყიდვის მწვერვალი 1890-იან და 1930-იან წლებში იყო.

 

„ღია ბარათი“ უფრო ევფემიზმი იყო, იმის მიუხედავად, რომ ზოგიერთი ფოტოსურათის უკანა მხარეს ნამდვილად იყო ცარიელი ხაზები მისამართის დასაწერად.

 

ასეთ ფოტოებს კოლექციისთვის ყიდულობდნენ და ფოსტით არ აგზავნიდნენ. სურათების მომცრო ზომებმა გააიოლა მათი დამალვის შესაძლებლობაც.

 

 

სტუდიებს სურდათ მეტი მოგების მიღება, მაგრამ რადგან ეროტიკული ფოტოები ძალიან სწრაფად გადაიქცა მასობრივ პროდუქტად, მათი რაოდენობა ხარისხზე უფრო მნიშვნელოვანი გახდა.

 

როგორც წესი, ერთი მოდელის ფოტოებს სერიად იღებდნენ – 12 ცალს.

 

პირველ ფოტოზე ის სრულიად ჩაცმული გახლდათ, შემდეგ კი თანდათანობით იხდიდა, ბოლო ფოტოზე კი სრულიად შიშველი ჩნდებოდა.

 

ასეთ სერიებს უწოდებდნენ „ფრანგულ საფოსტო ბარათებს“ და ისინი ყველაზე დიდი პოპულარობით სარგებლობდნენ.

 

სკანდალური და უნიკალური ფოტოები მე-19 საუკუნის საქართველოდან - აი, რა აღმოჩნდა ნეგატივებზე
2020-04-15სკანდალური და უნიკალური ფოტოები მე-19 საუკუნის საქართველოდან - აი, რა აღმოჩნდა ნეგატივებზე

 

მიუხედავად იმისა, რომ სტუდიებმა თავიანთი ლოგოები განათავსეს ზოგიერთ ღია ბარათზე, ბიზნესი მაინც ნახევრად ლეგალური იყო.

 

ძალიან ცოტა ფოტოგრაფმა გადაწყვიტა, თავისი სახელი მიეთითებინა ნამუშევარზე. არავის სურდა რეპუტაციის შელახვა.

 

ნაკლებად იყო ცნობილი ინფორმაცია თავად მოდელების შესახებ.

 

თუ თავიდან ვარაუდობდნენ, რომ ფოტოებზე პარიზის მეძავები იყვნენ გამოსახული, მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ ჩვეულებრივი, მუშათა კლასის წარმომადგენლები და მსახიობებიც იყვნენ, რომლებიც პოზირებით ფულს გამოიმუშავებდნენ. მათ შორის – კიკი დე მონპარნასი, მოდ დორბი და ნინა ბარკისი.

 

რამდენიმე ყველაზე ცნობილი ფოტოგრაფის გვარი ჩვენამდეც მოვიდა: ჟან ეჟელი, ლუი ამადეუს მანტი და ჟულიენ მანდელი.

 

 

დიდი ხნის განმავლობაში, მის ფერნანდი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მოდელი იყო. ის ჟან ეჟელის საყვარელი მოდელი და მუზა გახლდათ.

 

კოლექციონერები ახლაც კი ნადირობენ მის სურათებზე. სავარაუდოდ, იგი XX საუკუნის პარიზელი კურტიზანი იყო. სხვათა შორის, იგი  არა მხოლოდ „ფრანგულ ღია ბარათებზე“, არამედ ჟურნალის ფურცლებზეც გამოჩნდა.

 

ის მრავალი წლის განმავლობაში მუშაობდა ფოტომოდელად და აჩვენა, თუ როგორ შეიცვალა მისი სხეული ახალგაზრდა გოგონადან შუა ხნის ქალამდე. იგი, ალბათ, იყენებდა ღია ბარათებს მისი სამუშაოსთვის, ამიტომ ბევრმა მათგანმა ხელი მოაწერა მის სახელს.

 

 

ახლა შიშველი ლამაზმანების ეს ძველი ფოტოები ნანატრ ნანადირევს წარმოადგენს  კოლექციონერებისთვის.

ავტორი: მარი ჯაფარიძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X