14:38 | 2020-09-10 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

„ახვლედიანმა და ამირხანაშვილმა დამარწმუნეს, რომ პოლიციაში არ დამერეკა“ – რას წერს ხატისკაცი ჩვენებაში და რას ამბობენ ადვოკატები

„ახვლედიანმა და ამირხანაშვილმა დამარწმუნეს, რომ პოლიციაში არ დამერეკა“ – რას წერს ხატისკაცი ჩვენებაში და რას ამბობენ ადვოკატები

გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმის მოწმის, ვახო ახვლედიანის ადვოკატის განცხადებით, მედიაში მარიამ ხატისკაცის ჩვენების არასწორი ინტერპრეტაცია გავრცელდა, სადაც იკვეთებოდა, რომ გური ამირხანაშვილმა და ვახო ახვლედიანმა მარიამ ხატისკაცი აიძულეს, პოლიციაში არ დაერეკა.

 

„ეს ყველაფერი საქმის მასალებში დევს. ის, რომ პოლიციაში არ დაერეკა, ასეთი რამ არ თქმულა. საუბარი იყო იმაზე, რომ ჯერ ოჯახის წევრებთან გაერკვიათ, ხომ არ იყო გიორგი შაქარაშვილი სახლში მისული. მათ რა უფლება ჰქონდათ, ვინმესთვის მითითება მიეცათ, დაერეკათ თუ არა პოლიციაში. 

 

თუ ვინმეს ჰქონდა დარეკვის სურვილი, მარტივად შეეძლო ამის გაკეთებას. თავის პოზიციას ახვლედიანი დააფიქსირებს, როდესაც სასამართლოში გამოცხადდება“, – ამბობს კახა წერეთელი.

 

ცნობისთვის, გუშინ გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის საქ­მე­ზე ბრალ­დე­ბუ­ლი ერთ-ერთი არას­რულ­წლოვ­ნის, ლ.შ.-ს ადვოკატმა, ზაქრო გვიშიანმა მარიამ ხატისკაცის ჩვენება გაასაჯაროვა, სადაც ეს უკანასკნელი წერდა:

„ახვლედიანმა და ამირხანაშვილმა დამარწმუნეს, რომ პოლიციაში არ დამერეკა, რადგან გიორგი შაქარაშვილი გამოჩნდებოდაო“.

 

ფრჩხილები დაჭრილი, მტკიცებულებები კი წაშლილი ჰქონდათ - როგორ მოემზადნენ დაკითხვისთვის შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულები
2020-09-08ფრჩხილები დაჭრილი, მტკიცებულებები კი წაშლილი ჰქონდათ - როგორ მოემზადნენ დაკითხვისთვის შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულები

 

ამაზე, ადვოკატი „პრაიმტაიმთან“ დამატებით განმარტებებს აკეთებს:

 

„ეს იძულება არ ყოფილა, იყო მხოლოდ თხოვნის სახით. ჩვენი მხრიდან არ ყოფილა არასწორი ინტერპრეტაცია, უბრალოდ, მედიაში გავრცელდა, რომ ბიჭებმა მარიამ ხატისკაცი აიძულეს, პოლიციაში არ დაერეკაო. 

 

მათ ხომ არ იცოდნენ, რომ გიორგი შაქარაშვილი გარდაცვლილი იყო. ამიტომ უთხრეს ხატისკაცს, რომ იმედოვნებდნენ, თავად იპოვიდნენ“, – ამბობს გვიშიანი.

 

გიორგი შაქარაშვილის საქმე

 

19 წლის ფეხბურთელი, გიორგი შაქარაშვილი 19 ივნისს დაიკარგა. დადგინდა, რომ ის მცხეთაში, დაბადების დღეზე იმყოფებოდა, სადაც ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება მოხდა.

 

ამის შემდეგ ერთმა ჯგუფმა თბილისიდან “დახმარება გამოიძახა”. შაქარაშვილი და კიდევ 5 ადამიანი აგარაკიდან მათ მოსვლამდე წამოვიდა.

 

პროკურატურის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ უკვე არაგვის ხიდთან მყოფ ახალგაზრდებს მანქანიდან გადმოსული ადამიანები თავს დაესხნენ, რის შემდეგაც შაქარაშვილი და მასთან ერთად მყოფი პირები გაიქცნენ.

 

ფეხბურთელის კვალი აქედან იკარგება, მასთან ერთად მყოფი 5 ადამიანი კი თბილისში ცალ-ცალკე, სხვადასხვა დროს დაბრუნდა.

 

4-დღიანი ძებნის შემდეგ, 22 ივნისს, გიორგი შაქარაშვილი ცხედარი მდინარე არაგვში იპოვეს. რამდენიმე დღეში საქმეზე 17 ადამიანი დააკავეს.

 

თავდაპირველად, მათ ბრალი ორი ან მეტი პირის მიმართ განხორციელებული ჯგუფური ძალადობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ამავე ძალადობაში მონაწილეობის და ჯგუფურად თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტებზე აქვთ წარდგენილი.

 

როგორც ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ უწყებაში განაცხადეს, საქმეზე კვალიფიკაცია დაზუსტდა და ამ საქმეზე გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობის მუხლით გაგრძელდება.

 

სწორედ ექსპერტიზის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზი, გახდა ასფიქსია წყალში დახრჩობით. ამავე დასკვნის მიხედვით, გარდაცვალებამდე მას მკვრივი-ბლაგვი საგნით მიყენებული დაზიანებები აქვს.

 

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

0
კომენტარი - +