21:34 | 2020-04-24 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

„ახლახანს ცუდად ვიყავი“ – რა რეაქცია ჰქონდა პაატა იმნაძეს 90 წლის დედის ავადმყოფობაზე

„ახლახანს ცუდად ვიყავი“ – რა რეაქცია ჰქონდა პაატა იმნაძეს 90 წლის დედის ავადმყოფობაზე

„შინ მაგის მაღალი სიტყვა არასდროს გაგვიგია, არც გაბრაზებული გვინახავს. ოჯახმა იმდენი რამე გადავიტანეთ, მაგრამ არ მახსოვს, პაატას წონასწორობა დაეკარგოს, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის დედა, ჟურნალ „გზისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ჰყვება.

 

„სხვა შვილი არ მყავს, პაატა გამორჩეული შვილია და მგონი, მისთვის მეც გამორჩეული დედა ვარ. 90 წლის გახლავართ, ახლახანს ცუდად ვიყავი, მითხრა, დედა, არ დამღუპო, არ წახვიდე, გული არ გამიხეთქოო“, – ამბობს ნუნუ დუმბაძე.

 

ინტერვიუში პაატა იმნაძის დედა მისი პირველი რძლის შესახებაც საუბრობს.

 

პაატას გარდაცვლილი მეუღლე, მაკა მეძმარიაშვილი მხატვარი იყო. ისევე, როგორც მისი მშობლები და და.

 

მაკა ძალიან ნიჭიერი და რაც მთავარია, კარგი ადამიანი იყო, მისი გარდაცვალების ამბის გადატანა ძალიან გაგვიძნელდა.

 

წლების შემდეგ პაატამ მეორედ იქორწინა, მისი ახლანდელი მეუღლე, ხათუნა გოგელია არაჩვეულებრივი პიროვნებაა. მათ ერთმანეთი ადრე ჰყვარებიათ, პაატასთან შედარებით ასაკით პატარაა.

 

ხათუნამ ჩემი შვილის ცხოვრება გამოაკეთა, ყველაფერზე ხელი ჰქონდა ჩაქნეული, თავის თავზე ხომ საერთოდ აღარ ფიქრობდა. მიხარია, რომ შვილები მათ ერთად ყოფნის ამბავს კარგად შეხვდნენ“, – ჰყვება ნუნუ დუმბაძე.

 

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

0
კომენტარი - +