15:50 | 2021-04-16 ავტორი: სალომე ნეფარიძე

ახლახან მოიყვანა ცოლი, მშობლები ევროპაში ჰყავს – რას ამბობენ მეზობლები საქართველოს ბანკზე თავდამსხმელის შესახებ

ახლახან მოიყვანა ცოლი, მშობლები ევროპაში ჰყავს – რას ამბობენ მეზობლები საქართველოს ბანკზე თავდამსხმელის შესახებ

საქართველოს ბანკზე თავდასხმაში ბრალდებული ნიკოლოზ წურწუმიას ახლობლებისა და მეზობლების განცხადებით, 27 წლის ახალგაზრდას ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს.

 

მათივე თქმით, წურწუმია თვეებია ზუგდიდში საკუთარ საცხოვრებელ სახლში არ ყოფილა. ის თბილისში ცხოვრობს.

 

თუ რას საქმიანობდა ნიკოლოზ წურწუმია თბილისში, მათ ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ. ბრალდებულის დედა და მამა ემიგრაციაში იმყოფებიან, ხოლო და ასევე თბილისში ცხოვრობს.

 

მეზობლებისავე თქმით, ახალგაზრდა ახლახან დაოჯახდა, რის შემდეგაც მან საკუთარი საცხოვრებელი სახლი დატოვა და თბილისში გადავიდა.

 

ავტორი: თეა შონია 

 

ავტორი: სალომე ნეფარიძე


X