fbpx
18:23 | 2020-09-12 ავტორი: Prime Time

„ახლა ვხვდები რატომ დადიან კორონიანი ადამიანები ქუჩაში“ – ვიკა ბუკია

„ახლა ვხვდები რატომ დადიან კორონიანი ადამიანები ქუჩაში“ – ვიკა ბუკია

„ტვ პირველის“ ჟურნალისტი და ლევან გოგიჩაიშვილის მეუღლე ვიკა ბუკია, რომელიც ასევე ინფიცირებულია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

 

„ჯერ-ჯერობით ჩემი კონტაქტები უარყოფითია. ლევანის მეგობარია დადებითი. მაგრამ გოგიჩას მეგობრის კონტაქტები გადარჩნენ უკვე სამნი გავხდით ჩვენი კლასტერიდან.

 

დილა იწყება სხვებთან რეკვით. მყავს 1 ადამიანი, ვისი ბედიც მაწუხებს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე.

 

ლევანს კიდევ გადაუღეს კატე. ანთების კერა არაა გაზრდილი. მარჯვენა მხარეს არის პატარა კერა. ანტიბიოტიკის კურსი გრძელდება. ორი ფორმით: აბები და გადასხმა. ანტიბაქტერიულ საშუალებებთან რასაც სვამენ სტანდარტულად იმას აძლევენ (კუჭ-ნაწლავის აღმდგენი, სოკოვანის საწინააღმდეგო).

 

გვიკეთებენ ორივეს დამათხელებელს კანქვეშ (სისხლის შედედება კორონას ცოდნია). ისევ გვიყენია გადასხმა დილაობით. ორივე ვსვამთ ხველების საწინააღმდეგო სიროპს. ჩვეულებრივ სიცხის დამწევებს და ტკივილგამაყუჩებელ საშუალებებს.

 

საღამოს 38,5 მქონდა, სპაზმი და ხველა. გოგიჩა მიყურებდა გაოცებული. რომ მიხვდა რომ ჩემით არ ვფართხალებ და არ ვაშაყირებ (მაქვს ხოლმე ასეთი ხუმრობები) დაუძახა ექიმს და დამარჭვეს დექსა. სპაზმი ეგრევე მოიხსნა. მაგრამ მაჟრიალებდა ღამემდე. ნინიას ტესტის პასუხს ველოდებოდი და არ გამოვრიცხავ რომ ნერვიულობამაც თავისი წილი მიქნა.

 

2020-09-11"გოგიჩაიშვილის მიკროფონი გამიკეთეს!"- ჩარკვიანი ინფიცირების სავარაუდო წყაროს ასახელებს
მეგონა დილის პოსტში დავწერდი რა ცუდად ვარ, მაგრამ გათენდა და ისევ ყველა სიმპტომი გაქრა. ვერ ვხვდები სად გაუჩინარდა ეს ყველაფერი. ხველაც გაქრა, სიცხე, თავის ტკივილიც, სურდოც და ის ყველაფერი ღამე რაც მაწუხებდა. სრულიად უსიმპტომო ვარ. ახლა ვხვდები რატომ დადიან კორონიანი ადამიანები ქუჩაში. ზოგიერით მათგანი უბრალოდ თავს კარგად გრძნობს.

 

საინტერესოა ერთღამიანი სიმპტომები მქონდა თუ ისევ ვერ ვიქნები კარგად საღამოს. დაველოდოთ. დავწერ. ნინია უსიმპტომოა და მეც იმედიანად ვარ.

 

შევხედავ ხოლმე თეოს გზავნილიდან შემორჩენილ საჰაერო ბუშტს, რომელსაც აწერია – მალე კარგად გახდიო და ვხვდები: ასეთი მომენტების გამო ცხოვრება მშვენიერია,“- წერს ვიკა ბუკია.

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

X