18:37 | 2021-05-05 ავტორი: Prime Time

ახლა თქვენი ჯანმრთელობა თქვენს ხელშია – გიორგი ფხაკაძე

ახლა თქვენი ჯანმრთელობა თქვენს ხელშია – გიორგი ფხაკაძე

გიორგი ფხაკაძე განმარტავს, რატომ არის ეფექტური ფაიზერის ვაქცინა ჩინურზე მეტად.

 

ექსპერტი განმარტავს, რომ იმუნიტეტს მინიმუმ პირველი გაკეთებიდან ერთი თვე სჭირდება, ანუ დღესაც რომ დავიწყოთ კარგი ვაქცინით მასიური ვაქცინაცია, იმუნიტეტს ერთ თვეში მივიღებთ.

 

„დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა აღიარა,რომ საქართველოში ცირკულირებადი ვირუსების 70% ბრიტანული შტამია, ხოლო ძველი შტამი, ე.წ. „უხანის ვირუსი“ მხოლოდ 30%-ია.

 

რაც შეეხება მესამე ტალღას… უკვე სამ კვირაზე მეტია, მესამე ტალღაა დაწყებული. წესიერი ვაქცინაც რომ გვქონდეს, იმუნიტეტს მინიმუმ პირველი გაკეთებიდან ერთი თვე სჭირდება, ანუ დღესაც რომ დავიწყოთ კარგი ვაქცინით მასიური ვაქცინაცია, იმუნიტეტს ერთ თვეში მივიღებთ. ესეც მარტივი ეპიდემიოლოგიაა, – უკვე დაწყებულ მესამე ტალღას ვაქცინაციით ვერ შევაჩერებთ!

 

ერთადერთია ფაიზერის ვაქცინა, რომელსაც სხვა ვაქცინებთან შედარებით ეფექტიანობა მაღალი აქვს, ნაკლები გვერდითი ეფექტები აქვს, ასევე, შედარებით კარგად ფარავს სხვადასხვა შტამებს.

 

ზოგადად, ორდოზიან ვაქცინებთან დაკავშირებითა. ადამიანები, ნებისმიერ ქვეყანაში, მეორე დოზის გასაკეთებლად ყველანი არ ცხადდებიან.

 

 

თქვენ იცით, თუნდაც ფაიზერის შემთხვევაში, მესამე დოზის გაკეთებაცაა საჭირო მეორე დოზით ვაქცინირებიდან 5 თვის შემდეგ? ვინმემ გითხრათ ეს? ან ვინმე ზრუნავს, რომ ეს მესამე დოზა შემოიტანონ?! – არა!

 

არავინ დამაბრალოს ანტივაქსერობა! მე ვარ პირველი მომხრე ვაქცინაციის, ოღონდ რისკების სწორად შეფასების და პროცესის სწორად წარმართვის შემთხვევაში.

 

თქვენი ოჯახის ექიმთან გაიარეთ კონსულტაცია და სწორად შეაფასეთ თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა, რისკების გათვალისწინებით მხოლოდ თქვენ უნდა მიიღოთ გადაწყვეტილება! დაიმახსოვრეთ, ვაქცინაცია უნდა იყოს ნებაყოფლობითი და უსაფრთო!

 

ვირუსს ახასიათებს ციკლურობა, იმედია, მაისის ბოლოსკენ ვირუსის გავრცელების მრუდი უკვე ქვემოთ წავა. მზის ულტრაიისფერი სხივებიც თავის საქმეს იზამს. მანამდე ძალიან გაუფრთხილდით თავს! დაიცავით ორმეტრიანი დისტანცია. კი არ გეუბნებით, მიტინგებზე არ იაროთ-მეთქი. პირიქით, ისეთი სიტუაციაა, დუღს ქვეყანა და ცვლილებების დროა – კი, ბატონო, იარეთ მიტინგებზე, მაგრამ დაიცავით ორმეტრიანი დისტანცია და ატარეთ ყველგან სამედიცინო პირბადე!

 

მოუფრთხილდით თავს, ახლა თქვენი სიცოცხლე და ჯანმრთელობა თქვენს ხელშია!“

 

გიორგი ფხაკაძე „პრაიმტაიმთან“ აკონკრეტებს, ჩინური ვაქცინის ეფექტიანობას.

 

„ეს ვაქცინა გაკეთებული არის ვუხანურ შტამზე. გათვლილია ეფექტურობა სწორედ ვუხანურ შტამზე და არა ბრიტანულზე, რაც უკვე საქართველოში 70 პროცენტია“.

 

მისი თქმით, ის ადამიანები, რომლებიც ჩინური ვაქცინით აიცრნენ, დაზღვეულები ვერ იქნებიან, რომ ვირუსი არ დაემართებათ. თუმცა საიმედო და კარგი ის არის, რომ მას მსუბუქად გადაიტანენ. ამასთან, შემცირდება ვირუსით სიკვდილიანობის მაჩვენებელიც.

ავტორი: Prime Time


X