fbpx
21:40 | 2020-11-15 ავტორი: Prime Time

არასდროს ვყოფილვარ არც გიჟი და არც გაუწონასწორებელი, ახლა უფრო მეტად დავღვინდი – მიხეილ სააკაშვილი

არასდროს ვყოფილვარ არც გიჟი და არც გაუწონასწორებელი, ახლა უფრო მეტად დავღვინდი – მიხეილ სააკაშვილი

თქვენ შეგიქმნეს იმიჯი, რომ მე გიჟი ვიყავი. არასდროს ვყოფილვარ არც გიჟი და არც გაუწონასწორებელი, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი Facebook-ლაივში დასმული კითხვების საპასუხოდ აცხადებს.

 

„კი, ახალგაზრდა ვიყავი, უფრო ფიცხი, შევიცვალე ბევრ რაღაცაში. კი, დავღვინდი უფრო მეტად, მაგრამ ამას პლუსებიც აქვს და მინუსებით. მე ჩვენი შეცდომებით ბევრი გამოცდილება მივიღე. 

 

საქართველო არის ძალიან მძიმე დღეში და ახლა შეიძლება ამ ჭაობიდან ქვეყნის ამოთრევას გიჟი სჭირდებოდეს და არა მომჯდარი და სოლოდური“, – ამბობს სააკაშვილი.

ავტორი: Prime Time
X