00:28 | 2021-05-20 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

„ახლა რომ ასე ძაან მოგწონვართ, ქმარი რომ აახიეთ, იმ ქალის დამსახურებაა“ – ინდირა ჯგერნაია რუსუდან მუმლაძეს

„ახლა რომ ასე ძაან მოგწონვართ, ქმარი რომ აახიეთ, იმ ქალის დამსახურებაა“ – ინდირა ჯგერნაია რუსუდან მუმლაძეს

მომღერალი ინდირა ჯგერნაია მუსიკოს რუსუდან მუმლაძეს „ფარულ კონვერტში“ მასზე გაკეთებული განცხადების შემდეგ სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

 

მადლობა ქალბატონო რუსუდან კარგი შეფასებისთვის, მაგრამ ახლა რომ ასე ძაან მოგწონვართ, ქმარი რომ აახიეთ, იმ ქალის დამსახურებაა“, – წერს ჯგერნაია.

 

ფეხები რომ გავფშიკო, მაქსიმუმ, 24 საათი გემახსოვრებით - ხატია სიჭინავა
2021-05-19ფეხები რომ გავფშიკო, მაქსიმუმ, 24 საათი გემახსოვრებით - ხატია სიჭინავა

 

ცნობისთვის, „ფარულ კონვერტში“ გადაცემის წამყვანმა მუსიკოსს რამდენიმე მომღერალის მუსიკალური მონაცემები შეაფასებინა, ინდირა ჯგერნაიაზე მუმლაძემ განაცხადა, რომ „კარგი გოგოა, ძალიან მოსწონს“.

 

„ეს მომღერალი იცით როდის მომწონდა, როდესაც რამდენჯერმე დაიწუნეს, მე მაშინვე ვხედავდი ამ გოგოში დიდ პოტენციალს“, – თქვა მუმლაძემ.

 

ცნობისთვის, ინდირა ჯგერნაია რამდენიმე წლის წინ „ჯეოსტარში“ იღებდა მონაწილეობას. ის თვლის, რომ მის პოპულარობას ხელი სწორედ ამ პროექტმა შეუწყო, სადაც მარინა ბერიძე ჟიურის ყველაზე აქტიური წევრი იყო.

 

რუსუდან მუმლაძემ გადაცემაში სტუმრობისას ასევე განაცხადა, რომ მისი ქმრის ყოფილი მეუღლე, მარინა ბერიძე მას ბლოკავს და ამის რამდენიმე მაგალითიც მოიყვანა. მისივე თქმით, მარინა ბერიძეს განქორწინების პროცესში საყვარელი ადამიანის დაკარგვის ნაცვლად, რეპუტაციის შელახვა აღელვებდა.

ავტორი: მირანდა ტყემალაძე


X