09:57 | 2020-03-22 ავტორი: Prime Time

ახლა ბრძოლის დროა – სლოვაკეთის ახალმა მთავრობამ პირბადეებით ფიცი დადო

ახლა ბრძოლის დროა – სლოვაკეთის ახალმა მთავრობამ პირბადეებით ფიცი დადო

სლოვაკეთის ახალმა მთავრობამ პირბადეებით ფიცი დადო – ინფორმაციას reuters-ი ავრცელებს.

 

„უბრალო ადამიანების“ ლიდერი იგორ მატოვიჩი და მისი კაბინეტის წევრები პრეზიდენტთან, ზუზანა ჩაპუტოვასთან, ერთჯერადი პირბადეებითა და ხელთათმანებით მივიდნენ.

 

„ჩვენ გვაქვს კორონავირუსის საწინააღმდეგო პრეპარატი – ეს არის ყველა ადამიანის სოლიდარობა და პასუხისმგებლობა. ახლა ბრძოლის დროა“, – განაცხადა იგორ მატოვიჩმა.

 

სლოვაკეთში ახალი კორონავირუსის 178 შემთხვევა დაფიქსირდა, 7 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა.

 

 

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X