12:37 | 2020-06-24 ავტორი: Prime Time

ახალციხის 13 სოფლის მოსახელეობა ხელისუფლებას სათიბების პრობლემის მოგვარებას სთხოვს

ახალციხის 13 სოფლის მოსახელეობა ხელისუფლებას სათიბების პრობლემის მოგვარებას სთხოვს

ახალციხის 13 სოფლის მოსახლეობა, რეგიონის და მუნიციპალიტეტის ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს.

 

ადგილობრივების თქმით ტერიტორია, რომელსაც ვალესა და მიმდებარე სოფლების მაცხოვრებლები საძოვრებად და სათიბებად იყენებდნენ, სხვა რეგიონიდან, მთაბარობისთვის ჩამოყვანილმა ცხვრისა და საქონლის ფარებმა გაანადგურეს.

 

ადგილობრივები ამბობენ, რომ დაახლოებით, სამი კვრის წინ ჯერ საქონელი, შემდეგ კი 12 000 სული ცხვარი ჩამოიყვანეს. მწყემსები პირუტყვს იმ მიწაზე აძოვებენ, რომელიც სახელმწიფოს საკუთრებაშია, თუმცა წლები ადგილობრივები იყენებენ.

ჩვენი ხელფასი 80 ლარია! - სოციალური აგენტები გაფიცვას აანონსებენ
2020-06-24ჩვენი ხელფასი 80 ლარია! - სოციალური აგენტები გაფიცვას აანონსებენ

 

ფერმერების თქმით, ამის გამო ზამთრისთვის თივას ვერ იმარაგებენ. გარდა ამისა, ფარამ დააზიანა სოფლების სასმელი წყლის სისტემაც.

 

ამ პრობლემით, დაახლოებით 60-მდე ფერმერი სამხარეო ადმინისტრაციაში მივიდა და მხარის რწმუნებულტან შეხვედრა მოითხოვა.

 

ბესიკ ამირანაშვილი ადგილობრივების ნაწილს დახურულ კარს მიღმა, მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებთან ერთად შეხვდა. შეხვედრის დასასრულს გუბერნატორმა განაცხადა, რომ საქმეზე სამართლებრივ პროცედურები დაიწყება.

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები