fbpx
17:46 | 2020-03-20 ავტორი: Prime Time

ახალციხეში მარტოხელა ბენეფიციარებისთვის საკვების ბინაზე მიწოდება დაიწყო 

ახალციხეში მარტოხელა ბენეფიციარებისთვის საკვების ბინაზე მიწოდება დაიწყო 

დღეს, ახალციხეში, უფასო სასადილოს მარტოხელა ბენეფიციარებისთვის კუთვნილი საკვების ბინაზე მიწოდება დაიწყო.

 

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე, დროებით ახალი წესი ამოქმედდა ა(ა)იპ „ახალციხის სათნოების სახლში“. უფასო სასადილოთი მოსარგებლე ბენეფიციარებს ადგილზე კვების ნაცვლად, კუთვნილი ულუფა სპეციალური კონტეინერებით მიეწოდებათ.

 

„სათნოების სახლს“ 190 ბენეფიციარი ჰყავს, საიდანაც 31 ბენეფიციარი 70 წელს გადაცილებული მარტოხელა მოხუცია. მათთვის კუთვნილი საკვების ბინაზე მიწოდებას მერიის თანამშრომლები და მოხალისეების ჯგუფი ყოველდღიურად უზრუნველყოფს.

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X