
ახალციხეში კორონავირუსით 34 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ ,,მეცხრე არხი” ავრცელებს.
ახლობლების ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცის მდგომარეობა მძიმე იყო და ის დაახლოებით ორი კვირის განმავლობაში რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობდა.
ახალციხელი მამაკაცი მკურნალობას ჯერ ხარაგაულში, შედეგ კი საჩხერის კოვიდმიმღებ კლინიკაში გადიოდა.