17:22 | 2020-09-19 ავტორი: Prime Time

ახალციხეში ის რესტორანი დააჯარიმეს, სადაც კორონავირუსით ინფიცირებულმა დედის ქელეხი გადაიხადა

ახალციხეში ის რესტორანი დააჯარიმეს, სადაც კორონავირუსით ინფიცირებულმა დედის ქელეხი გადაიხადა

ახალციხეში დააჯარიმეს რესტორანი, სადაც კოვიდინფიცირებულმა ქელეხი გადაიხადა

 

რესტორანი, სადაც კორონავირუსით ინფიცირებულმა დედის ქელეხი გადაიხადა, 2 000 ლარით დააჯარიმეს. ობიექტის დირექტორი აცხადებს, რომ ჯარიმა უსაფუძვლოა, რადგან მას 10-კაციანი შეკვეთა ჰქონდა, რესტორანში კი მხოლოდ 6 პირი მივიდა. მისივე თქმით, კოვიდინფიცირებული მამაკაცი და მისი სტუმრები რესტორანში დიდხანს არ გაჩერებულან, შეკვეთილი კერძები ჩაულაგეს და მალევე წავიდნენ.

 

რესტორნის დირექტორი 18 სექტემბერს, გვიან ღამით დააჯარიმეს, როცა გაიგეს, რომ სომხეთში დაბრუნებულ მამაკაცს კორონავირუსი აღმოაჩნდა. რესტორნის ხელმძღვანელის თქმით, ფაქტის გასაჩივრებას აპირებს, რადგან მას კანონი არ დაურღვევია. როგორ დაამტკიცებს, რომ 10 კაცზე მეტი არ ჰყოლია, ჯერ უცნობია. ამბობს, რომ ვიდეოკამერები გაფუჭებულია, ამიტომ ჩანაწერები არ აქვს.

 

ამ დროისთვის, რესტორანი მუშაობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს. დირექტორის ინფორმაციით, თანამშრომლები არ გამოუკვლევიათ და არც საკარანტინე სივრცეში გადაუყვანიათ.

 

 

ავტორი: რუსკა გვარამაძე

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +