11:40 | 2020-02-13 ავტორი: Prime Time

ახალციხეში დააკავეს კაცი, რომელიც ცოლს იარაღისა და ნაჯახის გამოყენებით ემუქრებოდა

ახალციხეში დააკავეს კაცი, რომელიც ცოლს იარაღისა და ნაჯახის გამოყენებით ემუქრებოდა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ახალციხეში 45 წლის ჯ.გ. ოჯახში ჩადენილი ძალადობისა და ოჯახის წევრის მიმართ მუქარის ბრალდებით დააკავა.

 

დადგინდა, რომ ბრალდებულმა ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ სვირში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, არასრულწლოვან შვილს – 2009 წელს დაბადებულ ს.გ.-სა და მეუღლეს – 1987 წელს დაბადებულ ლ.მ.-ს, არასრულწლოვნის თანდასწრებით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

 

გამოძიებით, ასევე დადგინდა, რომ ჯ.გ., არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, მეუღლეს ცეცხლსასროლი იარაღისა და ნაჯახის გამოყენებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.

 

​პოლიციამ, დაკავებულის საცხოვრებელი სახლიდან ცეცხლსასროლი იარაღი და ნაჯახი ნივთმტკიცებად ამოიღო. ​

 

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის დ ქვეპუნქტით, ასევე, 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის ა და ბ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახის წევრების მიმართ ჩადენილ ძალადობასა და ოჯახის წევრის მიმართ მუქარას გულისხმობს.

 

დანაშაული 1-დან 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

ავტორი: Prime Time

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X