10:46 | 2021-07-25 ავტორი: Prime Time

როგორია ახლა ქალის ჯანმრთელობა, რომელსაც ყირიმ კონგო და კორონავირუსი ერთად დაუდასტურდა

როგორია ახლა ქალის ჯანმრთელობა, რომელსაც ყირიმ კონგო და კორონავირუსი ერთად დაუდასტურდა

ახალციხეში ქალს, ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელება და კორონავირუსი დაუდასტურდა.

 

პაციენტი თავდაპირველად ახალციხის კლინიკა “იმედში“ ტკიპის ნაკბენით შეიყვანეს, მოგვიანებით კი მისი გადაყვანა თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში გახდა საჭირო.

 

როგორც ინფექციურ საავადმყოფოში “პრაიმტაიმს” განუცხადეს, კლინიკაში შემოყვანისას პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმედ ფასდებოდა, თუმცა ახლა მისი მდგომარეობა დასტაბილურდა.

 

“პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა თავიდან მძიმედ ფასდებოდა, რის გამოც გახდა საჭირო პაციენტის ინფექციურ საავადმყოფოში გადმოყვანა. იმის გამო, რომ ორივე რთული დაავადებაა საჭირო გახდა ღრმა PCR კვლევის ჩატარება. ამ დროისთვის ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა დასტაბილურდა. მისი კვლევის პასუხები ხვალ გახდება ცნობილი“,- განუცხადეს “პრაიმტაიმს” კლინიკაში .

 

ცნობისთვის, ყირიმ-კონგოს ვირუსული ჰემორაგიული ცხელება გახლავთ. მისი გადადება ტკიპის ნაკბენით, დაინფიცირებული ცხოველის ქსოვილებთან კონტაქტის შედეგად არის შესაძლებელი. ასევე, ცხოველის დაკვლის დროს ან უშუალოდ დაკვლის შემდეგ. ყირიმ-კონგო სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებლით ხასიათდება.

 

 

ასევე დაგაინტერესებთ:

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X