23:48 | 2020-09-07 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

ახალშობილის მდგომარეობა მძიმეა! – ოჯახი აუცილებელ მედიკამენტს ვერ შოულობს

ახალშობილის მდგომარეობა მძიმეა! – ოჯახი აუცილებელ მედიკამენტს ვერ შოულობს

სოციალური ქსელის მომხმარებელი ნატა ჟვანია ახლობლის ახალშობოლის გადასარჩენად მედიკამენტ „ფენობარბიტალს“ ეძებს, რომელიც, როგორც თავად წერს, საქართველოში ძნელად იშოვება. ის საზოგადოებას დახმარებას სთხოვს:

 

„რამდენიმე დღის წინ ჩემმა ახლობელმა იმშობიარა, ახალშობილის მდგომარეობა ახლა ძალიან მძიმეა და ოჯახი ეძებს მედიკამენტს სახელწოდებით „ფენობარბიტალი“, როგორც მითხრეს ლამის მთელ საქართველოში იკითხეს, მაგრამ ვერსად იშოვეს.

 

ვინმეს ხომ არ გაქვთ ინფორმაცია, სად შეიძლება იშოვონ? ან რამეს ხომ არ გვირჩევდით? პატარას მდგომარეობა ძალიან რთულია და ყველა წუთს მნიშვნელობა აქვს“, – წერს ნატა ჟვანია.

 

 

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

0
კომენტარი - +

X