11:19 | 2020-02-10 ავტორი: Prime Time

ახალშობილი გოგოს რეაქცია მამის ხმის გაგონებაზე

ახალშობილი გოგოს რეაქცია მამის ხმის გაგონებაზე

ეს ისტორია რაღაცით ფილმსაც ჰგავს, მაგრამ პატარა ანტონელას ღიმილი, როდესაც მან მამის ხმა გაიგონა, რეალურია.

 

რიო-დე-ჟანეიროს მცხოვრები 25 წლის ფლავიო ვიტელა თავის ქალიშვილის დაბადებას მოუთმენლად ელოდებოდა. ის მუცელში მყოფ ბავშვს ყოველდღიურად ელაპარაკებოდა. მამა ბავშვს გამუდმებით უმეორებდა, რომ ძალიან უყვარდა და ის მთელს მსოფლიოში საუკეთესო მამა იქნებოდა.

 

„ფლავიო ყოველთვის უმეორებდა ბავშვს თუ როგორ ძალიან უყვარდა. როდესაც სახლიდან გავდიოდი და ვბრუნდებოდი, ის მუცელში მყოფ ბავშვს მუდმივად უმეორებდა -„დილა მშვიდობისა“, „შუადღე მშვიდობისა“. შემდეგ დავაკვირდი და ბავშვი ყოველდღე ამ ფრაზების გაგონებისას მუცელში მოძრაობას იწყებდა“,- ამბობს ტარსილა.

 

ანტონელა 3,125 კილოგრამი და 49 სანტიმეტრი დაიბადა. ანტონელა სწორედ იმ დღეს (11 აგვისტოს) მოევლინა ქვეყანას, როცა მამების დღეს აღნიშნავდნენ.

 

როდესაც ბავშვი დაიბადა, ფლავიომ ზუსტად ის ფრაზა გაუმეორა, რომელსაც ის ყოველდღე მუცელში ყოფნისას უმეორებდა: „მამიკო მოვიდა“.

 

ის ტარსილას ხელში თვალდახუჭული ეჭირა. როგორც კი ბავშვმა მამის ხმა გაიგონა, თვალები გაახილა და მამას გაუღიმა.

 

„ვერ გადმოვცემ იმ განცდებს, რაც იმ მომენტში განვიცადე. ყოველდღე ველაპარაკებოდი, სანამ დედის მუცელში იჯდა, გამუდმებით ვეუბნებოდი, რომ ძალიან მიყვარს და ყოველთვის მის გვერდით ვიქნები. და აი, როგორ დამიბრუნა ეს სითბო დაბადებისთანავე! მსოფლიოში ყველაზე ტკბილი ღიმილით, – დაწერა ფლავიომ სოციალურ ქსელში და გაავრცელა ფოტოც, რომელმაც ინტერნეტი მოიცვა, უამრავი მოწონება და კომენტარი დაიმსახურა.

 

ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ როდესაც ფლავიომ ტარსილას ორსულობის შესახებ შეიტყო თავიდან ძალიან შეეშინდა. თუმცა, მათ ბავშვის ყოლა მაინც გადაწყვიტეს.

ავტორი: Prime Time

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X