fbpx
19:00 | 2021-01-04 ავტორი: Prime Time

ახალი შტამი 60-70%-ით მეტად გადამდებია, რჩება გაურკვეველი ერთი საკითხი… – თენგიზ ცერცვაძე

ახალი შტამი 60-70%-ით მეტად გადამდებია, რჩება გაურკვეველი ერთი საკითხი… – თენგიზ ცერცვაძე

რა ვიცით და რამდენად საზიანოა კორონავირუსის ახალი შტამი, რომელის პირველი შემთხვევა საქართველოში დღეს დაფიქსირდა?

 

როგორც ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძეპრაიმტაიმთან“ საუბრისას აცხადებს, აღნიშნულ შტამს, სხვა ვირუსებისგან განსხვავებით, დაახლოებით, 60-70%-ით უფრო სწრაფი გავრცელება ახასიათებს.

 

მისივე თქმით, ახალი ვირუსით გამოწვეული სიკვდილიანობა ძალიან დაბალია.

„ამ ვირუსის შესახებ ბევრი არაფერი ვიცით. ეს შტამი გარკვეული კრიტერიუმებით განსხვავდება ადრე მოცირკულირე ვირუსის შტამებისგან. კვლევა გრძელდება და ჯერ მისი ყველა თვისება არ არის დადგენილი. დადგენილია ერთი – ეს ვირუსი გადაეცემა უფრო იოლად და შესაბამისად, მეტ რისკს წარმოადგენს დაავადების გავრცელების თვალსაზრისით.

მას, დაახლოებით, 60-70%-ით უფრო მეტი გადამდებობა ახასიათებს. ამ შტამის სიკვდილიანობა უფრო მეტი არ არის, ვიდრე იყო ჩვეულებრივი შტამის დროს, რა ძალიან მნიშვნელოვანია.

რჩება გაურკვეველი ერთი საკითხი, როგორ ურთიერთობა ექნება ამ შტამსა და ვაქცინირებულ ადამიანებს ერთმანეთთან“,- განაცხადა ცერცვაძემ.

შეგახსენებთ, დღეს საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა.

 

ინფიცირებულია 50 წლის პირი, რომელიც საქართველოში სხვა ქვეყნიდან შემოვიდა, თუმცა მას დიდ ბრიტანეთში მოგზაურობის ისტორია არ აქვს.

 

ავტორი: ეკატერინე ზარნაძე 

 

 

ავტორი: Prime Time
X