fbpx
11:37 | 2020-03-25 ავტორი: თათია ცუკოშვილი

ახალი სამი პაციენტი თვითიზოლაციაში იყო, როცა კორონავირუსი დაუდგინეს

ახალი სამი პაციენტი თვითიზოლაციაში იყო, როცა კორონავირუსი დაუდგინეს

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევიდან ორი მათ ცენტრში იმყოფება, ერთი კი სხვა კლინიკაში.

 

მისივე თქმით, ერთს საფრანგეთის ისტორია აქვს, ორს კი ამერიკის.

 

„ყველა შემოტანილი, იმპორტირებული შემთთხვევაა. ყველა პაციენტი, ვინც ჩვენთან თავსდება, მათი ღრმა გამოკითხვით დგინდება, რომ ყველა იყო თვითიზოაციაში“ ,- განაცხადა ეზუგბაიამ.

 

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 73-მდე გაიზარდა.

 

მათ შორის გამოჯანმრთელებულია 10 პაციენტი. კარანტინის რეჟიმში 4055, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 252 ადამიანი იმყოფება.

 

 

ავტორი: თათია ცუკოშვილი

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X