10:49 | 2020-04-09 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

ახალი პაციენტების კორონავირუსით დაინფიცირების წყარო ცნობილია

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, დღეს ქვეყანაში დაგვემატა 6 დადასტურებული პაციენტი.

 

მისი თქმით, 3 ინფიცირებული პაციენტი ქუთაისშია გადაყვანილი, სამი თბილისში რჩება, არცერთი არ არის შიდა გავრცელება.

 

„ინფექციურ საავადმყოფოში სულ 33 პაციენტი იმყოფება. აქედან, მძიმე პნევმონიით 7 პაციენტია, 2 მათგანი შედარებით მძიმედაა, მათთან დაწყებული მკურნალობის მიუხედავად, დაავადება პროგრესირებს, მაგრამ ძალიან აგრესიულად არა. იმედი გვაქვს, მათი მდგომარეობაც დასტაბილურდება“, – ამბობს ეზუგბაია.

 

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსის 214 შემთხვევაა დაფიქსირებული. 

 

COVID-19-ის დამარცხება ბოლო მონაცემებით 50-მა პაციენტმა შეძლო. უცვლელია გარდაცვლილთა რიცხვი. კორონავირუსით საქართველოში სამი ადამიანი დაიღუპა.

 

წაიკითხეთ და გაითვალისწინეთ საჭირო რეკომენდაციები

 

 

 

 

 

 

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

0
კომენატარი - +

X