fbpx
21:10 | 2020-09-07 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

ახალი კლასტერის საფრთხე?! – სავარაუდოდ, კორონავირუსი დაუდასტურდა პირს, რომელიც კუს ტბაზე მრავალრიცხოვან ღონისძიებაზე იმყოფებოდა

ახალი კლასტერის საფრთხე?! – სავარაუდოდ, კორონავირუსი დაუდასტურდა პირს, რომელიც კუს ტბაზე მრავალრიცხოვან ღონისძიებაზე იმყოფებოდა

სავარაუდოდ, კორონავირუსი დაუდასტურდა პირს, რომელიც კუს ტბაზე მრავალრიცხოვან ღონისძიებაზე იმყოფებოდა.

 

არსებული ინფორმაციით, პარასკევს კუს ტბაზე, კლუბ „ცისკარში“, რომელიც ღია სივრცეში მდებარეობს, დიდი საკლუბო ღონისძიება გაიმართა. სოციალური ქსელის მეშვეობით ირკვევა, რომ წვეულებაზე 1000-მდე ადამიანი იმყოფებოდა.

 

მათგან, ერთ-ერთ სტუმარს კი დღეს, სავარაუდოდ, კორონავირუსი დაუდასტურდა.

 

კოვიდინფიცირებულმა ორსულმა პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში წარმატებით იმშობიარა 
2020-09-07კოვიდინფიცირებულმა ორსულმა პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში წარმატებით იმშობიარა 

 

ღია ტიპის კლუბში „პრაიმტაიმს“ განუცხადეს, რომ პირი იდენტიფიცირებულია, თუმცა ამ დროისთვის, შესაბამისი უწყებებიდან ოფიციალურ ინფორმაციას ელოდებიან.

 

„პირი იდენტიფიცირებულია, ვთანამშრომლობთ ყველა უწყებასთან. საბოლოო ოფიციალური პასუხი პირის ინფიცირების შესახებ ამ დროისთვის არ გვაქვს”- განაცხადეს „ცისკარში“.

 

რაც შეეხება დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს, უწყებაში კონკრეტული განმარტებებისგან ჯერჯერობით, თავს იკავებენ.

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X