
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ცნობით. ქვეყნის მთავარი ინფექციონისტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
თავს მხნედ გრძნობს და ინტერნეტის საშუალებით აქტიურად ეცნობა პანდემიასთან დაკავშირებით ქვეყანაში არსებულ ვითარებას.
თენგიზ ცერცვაძეს აქვს ორმხრივი პნევმონია, ტემპერატურა, აღენიშნება ხველა და ყელის ტკივილი. ჟანგბადდამოკიდებული არ არის.
თენგიზ ცერცვაძე ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო საავადმყოფოში 19 ნოემბერს გადაიყვანეს.