fbpx
13:26 | 2020-10-24 ავტორი: Prime Time

ახალი ინფიცირებულების 53% თბილისზე მოდის – Covid-19-ის უახლესი სტატისტიკა

ახალი ინფიცირებულების 53% თბილისზე მოდის – Covid-19-ის უახლესი სტატისტიკა

დღეის მდგომარეობით კორონავირუსის გავრცელების სტატისტიკის მიხედვით, თბილისი ლიდერობს. დედაქაკაქში დღეს ვირუსის გავრცელების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა.

 

ახალი მონაცემების შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

 

„ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში სულ გვაქვს 1 941 ახალი დადასტურებული შემთხვევა, ხოლო 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე, კოვიდ -19-ის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 26 503-ს. 24 საათში გამოჯანმრთელდა 412 პირი. სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა შეადგენს – 10 163-ს. სამწუხაროდ, 24 საათში 10 ადამიანი გარდაიცვალა და 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 193 გარდაცვალების შემთხვევა.

 

დღეს გამოვლენილი 1 941 შემთხვევიდან თბილისში გვაქვს 1034 შემთხვევა, აჭარაში – 320, იმერეთში – 258, ქვემო ქართლში – 107, შიდა ქართლში – 68, გურიაში – 12, სამეგრელოსა და ზემო სვანეთში – 49, კახეთში – 37, მცხეთა-მთიანეთში – 36, სამცხე-ჯავახეთში – 18,  რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში- 2“ – განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

X