
ახალი ინფიცირებულებიდან უმეტესობა თეთრიწყაროს კლასტერია.
ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი მარინა ეზუგბაია აცხადებს, რომ 9 ახალი შემთხვევებიდან უმეტესობის წყარო ცნობილია.
“დღევანდელი მონაცემებით 9 ახალი შემთხვევაა და ახლა ქვეყანაშია 635 პაციენტი. გაზრდილია გამოჯანმრთელებულების რიცხვიც.
9 ახალი შემთხვევის წყაროს უმეტესობა ცნობილია. ჩვენს ცენტრში 40 პაციენტი მკურნალობს და აქედან ერთი კრიტიკული, ერთიც მძიმე პაციენტი გვყავს. მათი მდგომარეობა უცვლელია და დანარჩენის მდგომარეობა შედარებით სტაბილურია,”- განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
დღეს: კორონავირუსისგან კიდევ 12 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
საქართველოში კორონავირუსის 9 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
გაითვალისწინეთ რეკომენდაციები და დაიცავით თავის კორონავირუსისგან