fbpx
23:25 | 2020-09-16 ავტორი: თამარ გონგაძე

“ახალი გადაცემა კეთდება და მის წაყვანას მთავაზობენ” – რა შოუს წაიყვანს „ჩცდ“-ს ეგონა

“ახალი გადაცემა კეთდება და მის წაყვანას მთავაზობენ” – რა შოუს წაიყვანს „ჩცდ“-ს ეგონა

ლაურა რეხვიაშვილი თბილისშია, მაგრამ როგორც ამბობს, გულით რუისპირშია, თავის სოფელში, სადაც უამრავი საქმე ელოდება. მსახიობმა თავისი ახალი შემოთავაზებების შესახებ “პრაიმტაიმს” ექსკლუზიურად გაუმხილა.

 

ერთი სიახლეა ის, რომ ტელეკომპანია “ფორმულამ” გადაცემის წაყვანა შესთავაზა, ჯერჯერობით მოლაპარაკების სტადიაში არიან. მეორე კინოს ეხება – რეჟისორი ნანა ჯორჯაძე სრულმეტრაჟიანი ფილმის გადაღებას აპირებს და რეხვიაშვილს ტრაგიკომიკურ როლზე იწვევს. სერიალი “ჩემი ცოლის გადაღება” ნოემბერში განახლდება. ამდენად, ეგონა ჯერჯერობით ისვენებს.

 

მაშ ასე, ქალბატონი ლაურა რეგულაციებზე თავის დამოკიდებულებასთან ერთად შემოქმედებით სიახლეებზე გვიყვება.

 

ლაურა რეხვიაშვილი: – მექანიკურად მივყვები რეგულაციებს. რაც იქნება, ის იქნება. პირბადე ჩვენი ფსიქიკისთვის მოთხოვნადი გახდა, მის გარეშე გარეთ გასვლა წარმოუდგენელია. სახლში დაბრუნებული ფეხსაცმელს გარეთ ვიხდით, დავაგდებთ ჩანთას და ხელს მაშინვე ვიბანთ. ეს დაგვიტოვა პანდემიამ და კარგია, მაგრამ ცუდია ის, რომ ეს შიშის ქვეშ და პირბადით ხდება.

 

2020-09-16"ვტოვებ ანდერძს, სადმე მინდორში გამიტანოთ და იქ დამწვათ..." - მეყველე ანა მიქაძე კრემაციას ითხოვს

 

შემოთავაზებები დამეყარა და არ ვიცი, რა როგორ იქნება. ნანა ჯორჯაძეს სურს ჩემი ფილმში გადაღება. აინტერესებს, ახლა როგორ გამოვიყურები, ფოტოები უნდა გადავიღო და გავუგზავნო.

 

ტელეკომპანია “ფორმულაზე” ახალი გადაცემა კეთდება და მის წაყვანას მთავაზობენ. არ ვიცი, დავთანხმდები თუ არა. ეს ჩემი ამპლუა სულაც არ არის და უცნაური მდგომარეობა იქნება ჩემთვის. თუ გამართული სცენარი იქნება და ამ შოუს მაღალრეიტინგულობას მოიწადინებენ, ვიფიქრებ და გადაცემას მშვენივრად წავიყვან. ჯერჯერობით გადაწყვეტილი არაფერი არ არის.

 

აი, ამისთვის ვარ ქალაქში, თორემ ისე რა მესაქმება ქალაქში, როცა ახლა გადარგვა-გადმორგვის, დაკალმების პერიოდია და მე აქ ვცდები. რაც გინდა, რომ გაზაფხულზე გაგეფურჩქნოს, ახლა უნდა ჩარგო.

 

2020-09-16"ჩემი შვილი რომ ამ ქვეყნად ყოფილიყო, გამოკვლევებზე წამიყვანდა" - დედა თინათინ ჩხვიმიანს კვლევა ჩაუტარეს

 

შინდის კომპოტი დამრჩა გასაკეთებელი და მგონი, არ უნდა დავაგვიანო. შინდის მურაბა გავაკეთე. ძალიან მიყვარს ჩაიში მომჟაო მურაბები. ტყემლის მურაბაც მოვასწარი. შეიძლება ყველა მურაბას ჯობდეს ეს მურაბა? მჟავე შაქარს წვავს და ცელულიტებში არ გაჯდება.

 

ნანა ჯორჯაძესთან პირველად ითანამშრომლებთ?

 

– რა კარგი კითხვა დამისვი… “ჩემი ციმბირელ პაპაში” ვითამაშე და ახლა ნახე რა უნდა დაწერო, რაც მკითხველმა არ იცის. ნანა ჯორჯაძემ და ირაკლი კვირიკაძემ რამაზ ჩხიკვაძესთან ერთად ომის თემაზე გადაღებულ ფილმში მათამაშეს. ეს იყო მოკლემეტრაჟიანი ფილმი “ფოსტალიონი”, რომლის მთავარი სათქმელია, თუ რა საშინელებაა ომი.

 

ანონსი | უხერხული კითხვები | 13 თებერვალი, 21:30 - YouTube

 

 

ფილმში ერთი ტყვიის გასროლა არ ისმის. ეთნოგრაფიულ სოფელშია გადაღებული. ომის ამბები მოაქვს ფოსტალიონს. მის როლშია რამაზი. ცოლ-ქმარს ვთამაშობთ. ომიდან მოვიდა ამათი შვილის გარდაცვალების ამბავი. ეს აბავი ფოსტალიონმა დამალა, ანუ ცოლს, ჩემს გმირს დაუმალა. ერთხელ დაიკარგება ძროხა, მოსაძებნად მივდივარ და ამ გადამალულ დეპეშა ქვების ქვეშ ვიპოვი! წარმოიდგინეთ, რა სცენაა… კინაღამ დავაკვდი ამ სცენის გადაღებას. მაგრამ ეს ფილმი ჩვენ არ გვაქვს. საქართველოს საკუთრება არ არისო, ნანა მეუბნება. გერმანიასთან კო-პროდუქცია ყოფილა, მათი დაფინანსებით და არ მაძლევენო. რეჟისორს კიდე ფილმის ყიდვის საშუალება არ აქვს. არადა, საოცარი ფილმია…

ავტორი: თამარ გონგაძე

0
კომენტარი - +

X