17:57 | 2021-08-01 ავტორი: Prime Time

ახალი დეტალები ავსტრალიელი ქალის მკვლელობის საქმეში – შსს-ს ეჭვმიტანილი ჰყავს

ახალი დეტალები ავსტრალიელი ქალის მკვლელობის საქმეში – შსს-ს ეჭვმიტანილი ჰყავს

შსს-ს, სავარაუდოდ, ავსტრალიის მოქალაქის მკვლელობაში ეჭვმიტანილი ყავს. სამართალდამცველები შანეი ბრუკის მეზობლებს და ადგილობრივ მოსახლეობას გარკვეული პიროვნების ფოტოს აჩვენებენ, რამაც შესაძლოა დამნაშავის დადგენას და კვალზე გასვლას შეუწყოს ხელი.

 


“კურიერის” ინფორმაციით, საქმეში არსებობს სათვალთვალო კამერების ჩანაწერი, სადაც სავარაუდოდ შანეი ბრუკის გადაადგილებაა ასახული.

 

დილიდან თბილისის მთავარ სამმართველოში 31 წლის შანეი ბრუკის თანამშრომლები, მეგობრები და ახლობლები იმყოფებიან.

 

17 წლის ქართველი ფეხბურთელი ტრაგიკულად დაიღუპა
2021-08-0117 წლის ქართველი ფეხბურთელი ტრაგიკულად დაიღუპა

 

 

ცოტა ხნის წინ დატოვა საგამოძებო უწყება გამოკითხვაზე მყოფმა, ავსტრალიის გარდაცვლილი მოქალაქის თანამშრომელმა.

 

ცნობისთვის, მოქალაქეებმა გარდაცვლილი ქალის ცხედარი 31 ივლისს, მთაწმინდის ფერდობზე იპოვეს.

 

ავსტრალიელ ტურისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს 30 ივლისს, დაახლოებით, 15:30 საათზე, ვერაზე, საცხოვრებელ სახლთან დააფიქსირეს.

 

დაკარგულის შესახებ ინფორმაცია Facebook-ზე მისმა მეგობარმა გაავრცელა. მისი განცხადებით, როდესაც გუშინ საღამოს, შანაი ბრუკს ბოლოს ტელეფონით ელაპარაკებოდა, ის მთაწმინდაზე იმყოფებოდა. მისივე ინფორმაციით, სატელეფონო საუბრის დროს, ტურისტს მოულოდნელად თავს დაესხნენ და ის დახმარებას ითხოვდა.

 

ტურისტს საგანგებო სიტუაციების სამსახურის 100-მდე მეხანძრე-მაშველი და ათობით უცხოელი და ქართველი მოხალისე ეძებდა.

თავდაპირველად, საპოლიციო უწყებამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

 

ასევე წაიკითხეთ:

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time


X

error: Content is protected !!