fbpx
00:07 | 2020-09-01 ავტორი: Prime Time

ახალი დეტალები 12 წლის გარდაცვლილი ბავშვის საქმეში – პოლიციელის ადვოკატი 

ახალი დეტალები 12 წლის გარდაცვლილი ბავშვის საქმეში – პოლიციელის ადვოკატი 

„პრაიმტაიმი“ დაკავებული პოლიციელის ადვოკატს გიორგი ყავლაშვილს ესაუბრა. ის ამბობს, რომ მოზარდი არც საპატრულო პოლიციის მანქანის მძღოლ-პოლიციელს დაუნახავს და არც მის მეწყვილს.

 

„ამ ეტაპზე არ ვიცი ბრალდების მხარეს, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის წინააღმდეგ რა მტკიცებულებები აქვს. ხვალ, სავარაუდოდ, დღის მეორე ნახევარში მას ბრალი წარედგინება და მტკიცებულებები გადმომეცემა.

 

არის თუ არა მათ შორის სათვალთვალო კამერის ჩანაწერები ან რას ამბობენ თვითმხილველები, ესეც უცნობია.

 

იმდენად მძიმე მდგომარეობაშია დაკავებული, რომ ალბათ, მას გარდაცვლილის ადგილას ყოფნა ურჩევნია. მძიმე ფსიქოლოგიური მდგომარეობა აქვს, მხოლოდ იმას ამბობს, რომ არ ვიცი, ბავშვი მანქანასთან როგორ აღმოჩნდა. როცა დავინახე, მკვეთრად დავამუხრუჭე, მაგრამ შეჯახების თავიდან აცილება ვერ შევძელი. ის ვერც ჩემმა მეწყვილემ დაინახაო.

 

როგორც ვიცი, მოზარდი გზაზე გადარბოდა…

 

ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს ძალიან უჭირს საუბარი და მომხდარის გაცნობიერება. ის თავად ამბობს, რომ თავისმართლებას არც აპირებს.

 

თავად ყველაზე მეტად აინტერესებს ექსპერტიზის პასუხები, რითაც მომხდარის გამომწვევ მიზეზებს ნათელი მოეფინება. თუმცა, ექსპერტიზის დასკვნა ჯერჯერობით არ იქნება.

 

რა თქმა უნდა, რამე რომ დაენახა, ტრაგედიის თავიდან აცილებას ეცდებოდა. ის ადამიანურად უმძიმეს მდგომარეობაშია.” – ამბობს ადვოკატი.  

 

„შოკშია, დეტალებს ვერ იხსენებს“ - რა ვითარებაში მოხდა შემზარავი ავარია, რომელსაც 12 წლის ბავშვი შეეწირა
2020-08-31„შოკშია, დეტალებს ვერ იხსენებს“ - რა ვითარებაში მოხდა შემზარავი ავარია, რომელსაც 12 წლის ბავშვი შეეწირა

 

შეგახსენებთ, გუშინ, 30 აგვისტოს, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე ავარია მოხდა. 12 წლის ბავშვს საპატრულო პოლიციის მანქანა დაეჯახა.

 

მოზარდი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ იაშვილის კლინიკაში გადაიყვანა, მისი მდგომარეობა კლინიკაში შეყვანისას მძიმე იყო.

 

ბავშვი რეანიმაციულ განყოფილებაში გუშინვე გარდაიცვალა.

 

საქმეს პროკურატურა იძიებს. ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. 

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

X