fbpx
14:16 | 2020-09-07 ავტორი: სალომე ნეფარიძე

ახალგაზრდას, რომელმაც ლაგოდეხის ნაკრძალში ტურისტი გააუპატიურა პატიმრობა შეეფარდა 

ახალგაზრდას, რომელმაც ლაგოდეხის ნაკრძალში ტურისტი გააუპატიურა პატიმრობა შეეფარდა 

ლაგოდეხის ნაკრძალში, ტურისტის გაუპატიურებისათვის ბრალდებულ ახალგაზრდას, გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ, პატიმრობა დახურულ სხდომაზე შეუფარდა.

 

ვინ არის კაცი, რომელმაც ლაგოდეხის ნაკრძალში ტურისტი გააუპატიურა
2020-09-06ვინ არის კაცი, რომელმაც ლაგოდეხის ნაკრძალში ტურისტი გააუპატიურა

 

მოსამართლე იოსებ აბრამიძემ გაიზიარა საქმის პროკურორის, ოთარ სამუნაშვილის არგუმენტები, რომ ბრალდებულს საქმის მოწმეებზე ზეგავლენის მოხდენა ან მიმალვა შეუძლია.

 

ბრალდებულის ადვოკატი, ლევან მამუკელაშვილი, მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირისათვის, 7000ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდა.

 

გამოძიება 27 წლის ახალგაზრდას, საქართველოში გერმანიიდან ჩამოსული ტურისტი ქალის, უმწეო მდგომარეობის გამოყენებით გაუპატიურებას ედავება.

 

გამოძიების ინფორმაციით, შემთხვევა, ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე, 4 სექტემბერს მოხდა.

 

შავი კლდეების ტბასთან, გერმანიიდან ჩამოსული ოჯახი, ღამეს ტურისტების თავშესაფარში ათევდა.

 

ტბაზე, ლაგოდეხში მცხოვრები ხუთი ახალგაზრდაც იმყოფებოდა, რომელთაგან ერთ- ერთმა, ტურისტი ქალი გააუპატიურა.

 

ახალგაზრდა მამაკაცი პოლიციამ 5 სექტემბერს დააკავა და ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 137- ე მუხლის პირველი ნაწილით წაუყენა.

 

საქმეზე შესაბამისი ექსპერტიზა, უკვე დანიშნულია.

 

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ახალგაზრდას, 6-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

 

ავტორი: ხათუნა გულიაშვილი 

ავტორი: სალომე ნეფარიძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X