15:46 | 2020-08-04 ავტორი: ირაკლი გოგვაძე

ახალგაზრდა ქართველი სპორსტსმენები, რომლებმაც სიცოცხლე ტრაგიკულად დაასრულეს

ახალგაზრდა ქართველი სპორსტსმენები, რომლებმაც სიცოცხლე ტრაგიკულად დაასრულეს

19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალებამ მთელი საქართველო შეძრა. ფეხბურთელის გარდაცვალების ოფიციალური გარემოებები ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ექსპერტიზის დასკვნის შედეგად ცნობილია, რომ მისი გარდაცვალების მიზეზი ასფიქსია გახდა. ამასთან, მას სხეულზე მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება, რომლებიც სავარაუდოდ ძალადობის შედეგად მიიღო.

 

გიორგი შაქარაშვილი საფეხბურთო კლუბ „საბურთალოს“ ახალგაზრდული გუნდის წევრი იყო და მას დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ. კლუბის წარმომადგენლების თქმით, ის თავის პოზიციაზე ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი იყო და კარიერის გაგრძელებას უცხოეთში აპირებდა.

 

სამწუხაროდ, ახალგაზრდა ფეხბურთელი ერთადერთი არ არის, რომელმაც სიცოცხლე ნაადრევად, ახალგაზრდა ასაკში დაასრულა. გასული წლების განმავლობაში ჩვენი ქვეყანა არაერთმა ტრაგედიამ შეძრა, რომელსაც ახალგაზრდა სპორტსმენების სიცოცხლე ემსხვერპლა.

 

ნოდარ ქუმარიტაშვილი

 

ნოდარ ქუმარიტაშვილი - ვიკიპედია

 

ახალგაზრდა მოციგავე 2010 წელს, ვანკუვერის ოლიმპიადის დაწყებამდე ტრაგიკულად დაიღუპა. ნოდარმა უისტლერის ოლიმპიურ ტრასაზე ერთ-ერთი ბოლო სავარჯიშო დაშვების დროს მართვა დაკარგა და 143.3 კმ/სთ სიჩქარით მოძრავი ციგა ტრასის ბორტს შეეჯახა. ამის შედეგად იგი ციგიდან ამოვარდა და ტრასიდან მოშორებით, ლითონის კონსტრუქციას შეეჯახა. სასწრაფო დახმარების ვერტმფრენით ის მაშინვე საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. 21 წლის ქართველი სპორტსმენი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

 

გიორგი დოინჯაშვილი

 

სამწუხარო ინფორმაცია: ქართველი ...

ყველაზე ძლიერ მამაკაცად წოდებული გიორგი დოინჯაშვილი 2019 წლის ივლისში, ხარაგაულში მომხდარ ავტოკატასტროფას ემსხვერპლა. მან კარიერის მანძილზე არაერთ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია, მათ შორის, 2015 წელს არნოლდ შვარცენეგერის სახელობის ევროპის საერთაშორისო ფესტივალის, „სთრონგმენის“ გამარჯვებული გახდა.

 

ბექა ბურდიაშვილი

 

მორაგბე ბექა ბურდიაშვილი ...

 

28 წლის ქართველი მორაგბე საფრანგეთში ავტოკატასტროფას ემსხვერპლა. ბექა ბურდიაშვილი წარმოშობით ყვარლიდან იყო და მრავალი წლის განმავლობაში საფრანგეთის ფედერალ 1-ის კლუბ „გროლეს“ ღირსებას იცავდა.

 

ბესიკ სარალიძე

 

ბესო სარალიძე | Live.ge

 

ახალგაზრდა ქართველმა მორაგბემ სიცოცხლე 18 წლის ასაკში დაასრულა. „არწივების“ მორაგბის გარდაცვალების ოფიციალური მიზეზი უცნობია, თუმცა სავარაუდოდ გულის შეტევა სახელდება.

 

გუჯა სურგულაძე

 

მორაგბე გუჯა სურგულაძე გარდაიცვალა ...

 

„ლელო სარასენსის“ მორაგბე 24 წლის ასაკში 2017 წლის მაისში გარდაიცვალა. გუჯა სურგულაძის დაღუპვის ოფიციალურ მიზეზად გულის შეტევა სახელდება.

 

ზურა ბურჯანაძე

 

 

სარაგბო კლუბ „აკადემიკას“ 16 წლის მორაგბე 2020 წლის თებერვალში გარდაიცვალა. ოფიციალურ ინფორმაციით, ბურჯანაძე მძიმე სენს ებრძოდა, თუმცა, სამწუხაროდ მისი დამარცხება ვერ შეძლო.

 

ნიკოლოზ კევლიშვილი

 

Croco

 

23 წლის მორაგბე სარაგბო კლუბ „ხარების“ წევრი იყო. ის ფიროსმანის ქუჩაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 2020 წლის მაისში ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, ის მერსედესის მარკის ავტომობილის მართავდა, რა დროსაც სავარაუდოდ საჭე ვერ დაიმორჩილა და გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა. ავტომობილი ჯერ ხეს შეეჯახა, შემდეგ განათების ბოძს და მერე ისევ ხეს.

 

ბართლომე კალაძე

 

19 წლის ქართველი მორაგბე ...

 

2019 წლის სექტემბერში, ავტოავარიას კიდევ ერთი ახალგაზრდა მორაგბე, ბართლომე კალაძე ემსხვერპლა. 19 წლის მორაგბე, სარაგბო კლუბ „იუნკერების“ ღირსებას იცავდა და 2018 წელს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონიც გახდა.

 

ლაშა მღებრიშვილი

 

20 წლის სპორტსმენი ლაშა მღებრიშვილი ...

 

ახალგაზრდა ქართველი მორაგბე თამაშის დროს გარდაიცვალა. უბედური შემთხვევა უნივერსიადის ეგიდით ჩატარებულ მატჩზე მოხდა. არსებული ინფორმაციით, 20 წლის სპორტსმენს კრიჭა შეეკრა და გული გაუჩერდა. რაგბიმდე, ლაშა მღებრიშვილი ძიუდოს ჭიდაობდა და საქართველოს ჩემპიონიც გახდა.

 

საბა მაღლაფერიძე

 

მორაგბე საბა მაღლაფერიძე ...

 

სარაგბო კლუბ „არესის“ წევრი საბა მაღლაფერიძე 2018 წლის ოქტომბერში გარდაიცვალა. რამდენიმე თვით ადრე 20 წლის მორაგბეს მწვავე ლიმფოპლასტური ლეიკემიის დიაგნოზი დაუდგინეს და მის დასახმარებლად საქველმოქმედო ფონდიც შეიქმნა, თუმცა გადარჩენა სამწუხაროდ ვერ მოხერხდა.

 

შოთა მამინაშვილი

 

ფეხბურთელ შოთა მამინაშვილის ...

 

საფეხბურთო კლუბ „ზუგდიდის“ მეკარე, შოთა მამინაშვილი 2018 წლის ოქტომბერში გარდაიცვალა. „ეროვნული ლიგა 2“-ის 29-ე ტურში „მცხეთა პარკზე“ „ზუგდიდისა“ და „ვიტ ჯორჯიას“ მატჩის დაწყებამდე 31 წლის მეკარე შეუძლოდ გახდა და გონება დაკარგა. ის დაუყონებლივ მცხეთის კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

 

ნინი გურგენიძე

 

გარდაიცვალა ქართველი ფეხბურთელი ...

„ქუთაისის“ მართვეს 19 წლის ფეხბურთელი რამდენიმე კვირის წინ გარდაიცვალა. ნინი გურგენიძე მძიმე დაავადებას ებრძოდა, თუმცა მედიცინა მის წინააღმდეგ უძლური აღმოჩნდა. ნინი მართვესთან ერთად საქართველოს ორჯერ გახდა – 2015 და 2016 წელს. ნინის დასახმარებლად, რომელსაც ძვირადღირებული მკურნალობა საზღვარგარეთ სჭირდებოდა, პრაქტიკულად მთელი ქართული საფეხბურთო სამყარო ჩაერთო.

 

თედო კაკულია

 

tedo kakulia – Fanebi.Com – ფეხბურთი, კალათბურთი ...

 

„ბორჯომის“ ფეხბურთელი 2018 წლის აგვისტოში 25 წლის ასაკში ტრაგიკულად დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, კაკულია ქალაქ ბორჯომში მოტოციკლით გადაადგილდებოდა, როდესაც მოძრაობის მიმართულების შეცვლისას ერთ-ერთი შენობის კედელს დაეჯახა. მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

 

გიორგი შაქარაშვილის ოჯახი მისი სახელობის სტადიონის გახსნაზე - ფოტოები 
2020-08-03გიორგი შაქარაშვილის ოჯახი მისი სახელობის სტადიონის გახსნაზე - ფოტოები 
ავტორი: ირაკლი გოგვაძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები