fbpx
15:05 | 2020-10-21 ავტორი: Prime Time

ახალგაზრდა ბიჭია ნიღბის გარეშე – რას ყვება თანამშრომელი, რომელიც ბანკიდან გამოსვლა მოასწრო

ახალგაზრდა ბიჭია ნიღბის გარეშე – რას ყვება თანამშრომელი, რომელიც ბანკიდან გამოსვლა მოასწრო

ზუგდიდში საქართველოს ბანკის ერთ-ერთი თანამშრომელი, რომელმაც ბანკიდან გამოსვლა მოასწრო, ამბობს, რომ ბანკში ერთი პირი შეიჭრა, რომელსაც ნიღაბი არ უკეთია.

 

„შემოვიდა და გვითხრა, ძარცვაა დაწექითო. არც ვიცი მე გარეთ როგორ მოვხვდი. მე კლიენტს ვემსახურებოდი და მალევე გამოვედი. ერთი ადამიანია, ახალგაზრდა ბიჭია ნიღბის გარეშე. როგორც ვიცი, მე და ერთი სესხის ოფიცერი გამოვედით, დანარჩენი შიგნით იყვნენ. ზუსტად არ ვიცი“,- ამბობს ბანკის თანამშრომელი „მთავართან“ საუბრისას.

 

ცნობისთვის, ამ წუთებში ზუგდიდის ცენტრში სპეცოპერაცია მიმდინარეობს. ყაჩაღი საქართველოს ბანკში შეიჭრა, სავარაუდოდ, მას მძევლებიც ჰყავს.

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X