20:52 | 2020-07-24 ავტორი: მარი ჯაფარიძე

აივნები შიგნიდან და არსაით მიმავალი უამრავი კარი – მოჩვენების დასაბნევად აგებული, იდუმალებით მოცული ვინჩესტერების სახლი

აივნები შიგნიდან და არსაით მიმავალი უამრავი კარი – მოჩვენების დასაბნევად აგებული, იდუმალებით მოცული ვინჩესტერების სახლი

1911 წელს ამერიკულმა გაზეთმა San Jose Mercury News- მა, ვინჩესტერის ქვრივის რვასართულიან სასახლეს „გიგანტური კითხვის ნიშანი“ უწოდა. მაგრამ არა მხოლოდ სახლი ინახავს ბევრ საიდუმლოებას, არამედ სარას ცხოვრებაც იდუმალებითაა მოცული.

 

თითქმის არაფერია ცნობილი სარა ლოქვუდი, გარდა იმისა, რომ იგი დაიბადა 1840 წელს და 22 წლისა დაქორწინდა უილიამ ვინჩესტერზე – ოლივერ ვინჩესტერის ვაჟზე რომლის გამოგონებული  იარაღი „დაიპყრობს დასავლეთს“. ამერიკული იარაღის მწარმოებელი კომპანია Winchester Repeating Arms Company-ს დამაარსებელი და ძალიან მდიდარი ადამიანი.

 

არაა ცნობილი, როგორ გაიზარდა სარა, ჰქონდა თუ არა მას კარგი ურთიერთობა ოჯახთან ან მეუღლესთან. სარა მხოლოდ ორი ფოტოზეა შემორჩენილი. ერთ სურათზე ახალგაზრდა,  ვარდისფერ ლოყებიანი გოგონაა, მუქი წარბებით და იმ დროის მოდური ვარცხნილობით. იგი უცნაურ შთაბეჭდილებას ტოვებს. მზერა შორეული ჩანს, ტუჩები შეკუმშულია, ხოლო მჭიდროდ მომდგარი საყელო თითქმის სამონასტრო განწყობას ქმნის.

 

Поместье Винчестер

 

უილიამთან სარას ქორწილის წელს, უილიამის მამამ დააფუძნა Winchester Repeating Arms Company, რომელმაც გზა გაუხსნა მათ სიმდიდრისაკენ.

 

სარას და უილიამს პირველი ქალიშვილი მხოლოდ ოთხი წლის შემდეგ შეეძინათ.

ბავშვი ორი თვისაც არ იყო, ისე გარდაიცვალა. მეუღლეებს სხვა შვილები აღარ შესძენიათ. ოლივერ ვინჩესტერი გარდაიცვალა 1880 წელს, ხოლო მამის წლისთავზე – 19-წლიანი ქორწინების შემდეგ, ტუბერკულოზით გარდაიცვალა სარას ქმარი, უილიამიც.

 

სარა გახდა უზარმაზარი ქონების მემკვიდრე, მაგრამ დარჩა მარტო, შვილების გარეშე.

 

ყველაფერი, რაც სარა ვინჩესტერის შემდგომ ცხოვრებასთან არის დაკავშირებული, საიდუმლოებითაა მოცული. ლეგენდის თანახმად, სარას გულწრფელად სჯეროდა, რომ მისი ოჯახი დაწყევლილი იყო. ეს იდეა ჩააწოდა იმ დროს ცნობილმა, ბოსტონელმა მედიუმმა, ადამ კოონსიმ. მან ასევე დაარწმუნა ქალი, რომ ყველაფრის სათავე იმ ადამიანების სულებია, რომლებიც მისი მამამთილის მიერ შექმნილი იარაღით მოკლეს.

 

Поместье Винчестер

 

– რა გავაკეთო, რომ მათი ბედი არ გავიზიარო? – ჰკითხა მედიუმს ქვრივმა, რაზეც მიიღო პასუხი, რომ მოჩვენებებისთვის უნდა ეამებინა, დამალვოდა მათ ან მათი აღფრთოვანება გამოეწვია.

 

ისტორიას არ შემოუნახავს,  რა თანხა გამოართვა ბოსტონელმა მედიუმმა, ასეთი ძვირფასი რჩევებისთვის, მაგრამ ფაქტია, რომ სარამ დაუჯერა მას.

 

თუმცა, უფრო პროზაული ვერსიით, ქვრივი უბრალოდ ეძებდა ახალ ჰობის, ხანგრძლივი დეპრესიის გამო. მას და მის მეუღლეს უკვე ჰქონდათ ჩადებული ინვესტიცია მშენებლობაში. ერთ-ერთი სახლთმმართველი, ჯანან ბოჰემი, რომელიც თითქმის ორმოცი წლის განმავლობაში მუშაობდა საიდუმლოებით მოცულ სასახლეში, ამბობდა, რომ სარას მხოლოდ სურდა რაღაც ისეთის გაკეთება, რაც ერთ დროს სიამოვნებას ანიჭებდა მას და მის მეუღლეს.

 

 

1884 წელს, იგი დასთან და დისშვილთან ერთად გაემგზავრა კალიფორნიაში და იყიდა მცირე ზომის – 6 500 ჰექტარი მეურნეობა. მის გასაუმჯობესებლად, მემკვიდრეობიდან 20 მილიონი დოლარის დახარჯვა მოუხდა.

თუმცა, ის ძალიან მდიდარი იყო და ყოველგვარი ახირების სისრულეში მოყვანა შეეძლო. ის შემოსავალს იღებდა ქმრის კომპანიიდან, რაც დღეში  1000 დოლარს შეადგენდა. ეს იგივეა, რომ ჩვენს დროში იღებდეს  23 000 დოლარს.

 

სარამ უარი თქვა არქიტექტორის მომსახურებაზე და თავად მოჰკიდა ხელი საქმეს. დაიქირავა დურგლები, რომლებიც დღე და ღამ იმუშავებდნენ ისე, რომ ჩაქუჩები არ გაჩუმებულიყვნენ. ასე მუშაობდნენ ისინი 38 წლის განმავლობაში და შექმნეს  საოცარი 8-სართულიანი სასახლე.

 

 

ძველი მეურნეობის ადგილზე უზარმაზარი სასახლე წამოიჭიმა 161 ოთახით (მათ შორის – 40 საძინებელი და 2 დარბაზი), 47 ბუხრით, ორი სათავსოთი და სამი ლიფტით.

 

სარას თუ მართლა სურდა იმ სულების დაბნევა, რომლებიც მასზე ნადირობდნენ, ალბათ წარმატებას მიაღწია. ზოგიერთი კარი არსად გადიოდა. გამოაღებდი და ცხვირით კედელს დაეტაკებოდი. კიბეები ჭერს ებჯინებოდა, ხოლო პატარა ოთახები  უფრო ფართო ოთახებში იყო მოთავსებული. ზოგი აივანი შიგნით იყო მოთავსებული. საკვამლე მილები ჭერამდე არ მისული წყდებოდა, ზოგიერთი ოთახის კარი ნორმალური ზომის იყო, ზოგიერთი კი თითქოს საოცრებათა ქვეყნის ალისისთვის იყო გაკეთებული.

 

სახლი სავსეა ალუზიებითა და სიმბოლოებით. ზოგი ამბობს, რომ სახლში ამდენი არქიტექტურული ხარვეზი იმის გამოა, რომ სარა კარგად ვერ ერკვეოდა, როგორ აეშენებინა სახლი და ამიტომ ნახაზებში ბევრი შეცდომა დაუშვა, მაგრამ დეტალების დათვალიერებისას ეს ძნელი დასაჯერებელია.

 

ერთ-ერთ დარბაზში, პარკეტი იცვლის ფერს, განათების მიხედვით: თუ მზე განსაკუთრებული კუთხით დაანათებს, პარკეტის მუქი ნაჭრები გახდება ღია და – პირიქით.

 

 

ერთ-ერთი ფანჯარა გარეთა  ხედს თავდაყირა აჩვენებს და თითქოს „უკუღმა   სამყაროში“ ცხოვრობ.

 

1906 წელს იმ ტერიტორიაზე საშინელი მიწისძვრა მოხდა. მან სამი სართული გაანადგურა. კატასტროფის გამო, სარა რამდენიმე საათი ოთახში იყო გამოკეტილი. როდესაც იქიდან გამოდიოდა, მშენებლებს უთხრა, რომ შეეწყვიტათ მუშაობა შენობის ფასადზე და უბრალოდ, აეფიცრათ ის.

 

Сара Винчестер

 

ლეგენდის თანახმად, სარა ფიქრობდა, რომ მან აღაშფოთა მოჩვენებები სახლის ზედმეტი მორთულობით და  მრავალი ადგილი უბრალოდ, დაუსრულებელი დატოვა.

 

სარა ვინჩესტერის გარშემო ბევრი ჭორი დადიოდა: ზოგი მას გიჟად მიიჩნევდა, ზოგი კი ექსცენტრიკულ, მდიდარ ქალად, ზოგი კი ამტკიცებდა, რომ იგი  ქველმოქმედებით იყო დაკავებული, რადგან მან უამრავი სამუშაო ადგილი უზრუნველყო.

 

როგორც ჩანს, სარამ ასიამოვნა მოჩვენებებს. ის გარდაიცვალა ძილის დროს, 83 წლისა. ქმრისა და ქალიშვილის გვერდით დაკრძალეს. სარას დატოვებული ანდერძი 13-ნაწილიანი იყო და ხელი 13-ჯერ მოაწერა. ანდერძის თანახმად, სახლის გარდა, ყველაფერი დის შვილს, მარიანს დაუტოვა. მარიანმა ავეჯი აუქციონზე გაიყიდა.

 

იმის გამო, რომ ანდერძში სახლის შესახებ არაფერი იყო ნათქვამი, აუქციონზე გაიყიდა და დიდმა მეცენატებმა იყიდეს. სახლი ყიდვისთანავე გახსნეს ტურისტებისთვის.

ავტორი: მარი ჯაფარიძე

0
კომენატარი - +

X