01:14 | 2020-03-23 ავტორი: Prime Time

აირზენას დირექტორი ელოდება იმას, რაც უფრო მეტ ფულს გადაუხდიან – გიორგი გახარია

აირზენას დირექტორი ელოდება იმას, რაც უფრო მეტ ფულს გადაუხდიან – გიორგი გახარია

„მე ვფიქრობ, რომ აირზენას დირექტორი ელოდება იმას, რაც უფრო მეტს ფულს გადაუხდიან და სხვას არაფერს“,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.

 

მისი თქმით, თუ კომპანიები ვალდებულებებს არ შეასრულებენ, მათ ჯერ ჯარიმა დაეკისრებათ, შემდეგ კი სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა.

 

„მე ვფიქრობ, რომ აირზენას დირექტორი ელოდება იმას, რაც უფრო მეტს ფულს გადაუხდიან და სხვას არაფერს. ჩვენი ამოცანა არის მარტივი, რომ მაქსიმალურად სწრაფად ჩვენი მოქალაქეები გამოვიყვანოთ ევროპის სხვადასხვა ქალაქებიდან. რაც შეეხება კონკრეტულ შემთხვევას, არავის არ დაავიწიყდეს, რომ არის საგანგებო მდგომარეობა და თუ კონკრეტული კომპანიები არ შეასრულებენ ვალდებულებებს, რომელსაც მათ დააკისრებს სახელმწიფო, მოქალაქეების ინტერესებიდან გამომდინარე, ამ კომპანიების ხელმძღვანელებს ჯერ დაეკისრებათ ჯარიმა, შემდეგ კი სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა. აი ეს გადაეცით მაგ კომპანიის დირექტორს, პირადად ჩემგან“, – განაცხადა პრემიერ მინისტრმა.

ავტორი: Prime Time


X