13:08 | 2021-07-22 ავტორი: სალომე ნეფარიძე

აიისამ სტრასბურგის სასამართლოში დავა მოიგო

აიისამ სტრასბურგის სასამართლოში დავა მოიგო

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ აიისას საქმეში კონვენციის მეათე მუხლის დარღვევა დაადგინა. ინფორმაციას ამის შესახებ „პრაიმტაიმს“ იურისტი, გიორგი მშვენიერაძემ უდასტურებს.

 

კონვენტიიც მეათე მუხლი გამოხატვის თავისუფლებას ეხება.

 

2018 წელს თბილისის საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ პრეზერვატივიების ქართული ბრენდი აიისა მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლის რელიგიურ გრძნობებს ლახავს. სასამართლომ კომპანია 500 ლარით დააჯარიმა და პროდუქციის ამოსაღებად ერთიკვირიანი ვადა მისცა.

 

საუბარია ორ სხვადასხვა შეფუთვაზე, სადაც თამარ მეფის გამოსახულება და ორთითზეწამოცმული პრეზერვატივია აღბეჭდილი.

 

სასამართლომ რელიგიური გრძნობების შელახვის მოტივით აიისა 500 ლარით დააჯარიმა

 

სასამართლომ საკითხის განხილვა მას შემდეგ დაიწყო, რაც თბილისის მერიამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი გაუგზავნა მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების, ქართული იდეის მოთხოვნის საფუძველზე.

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X