fbpx
22:49 | 2020-07-23 ავტორი: მარი ჯაფარიძე

აიძულა ქალი, ოთხზე დამდგარიყო, ზურგზე კი თეფშების კოშკი დაადგა – 40-წლიანი ძებნის შემდეგ მანიაკი დააკავეს (აშშ)

აიძულა ქალი, ოთხზე დამდგარიყო, ზურგზე კი თეფშების კოშკი დაადგა – 40-წლიანი ძებნის შემდეგ მანიაკი დააკავეს (აშშ)

სერიული მკვლელი-მანიაკი 40-წლიანი ძებნის შემდეგ დააკავეს. ერთ-ერთი მწერლის ბლოგმა ხელი შეუწყო მისი საქმისადმი ინტერესის განახლებასა და უფრო მეტი მტკიცებულებების შეგროვებას, ხოლო ნათესავების მოძიებისთვის შექმნილმა ვებგვერდმა – კვალზე გაიყვანა.

 

„თუ იყვირებ, ყელს გამოგჭრი და უბრალოდ, წყვდიადში გავქრები“ – ამ ფრაზამ შეაძრწუნა ახალგაზრდა ქალი, რომელიც ამერიკაში ყველაზე „პროდუქტიული“ და მოუხელთებელი მანიაკის მსხვერპლი გახდა.

გოგო, რომელიც სიყვარულის გამო მარიტასავით მოკლეს - მესტიაში მომხდარი შემზარავი ამბავი
2020-07-19გოგო, რომელიც სიყვარულის გამო მარიტასავით მოკლეს - მესტიაში მომხდარი შემზარავი ამბავი

 

ათწლეულების განმავლობაში, ვერავინ შეძლო სხვადასხვა შტატში „მოღვაწე“ მკვლელისა და მოძალადის კვალზე დადგომა. მისი სახელი, სამუდამოდ საიდუმლოდ დარჩებოდა და საქმეები – გაუხსნელი, რადგან XXI საუკუნეში, ყოველწლიურად მცირდებოდა შანსი, რომ მანიაკი ისევ ცოცხალი იყო.

 

და მაინც, დამნაშავე იპოვეს.

 

მის ანგარიშზეა 12 მკვლელობა, 50 გაუპატიურება და 1 წვრილმანი ქურდობა მაღაზიაში. დაპატიმრების დროს მკვლელი 75 წლის იყო.

 

მისი დაპატიმრება კი მკვლელობის თემით შეპყრობილი მწერლის, მიშელ მაკნამარას გამო მოხდა. სამწუხაროდ, ის ვერ მოესწრო იმ ადამიანის ვერც დაკავებას და ვერც სასამართლო პროცესს, ვისზეც დიდი ხნის განმავლობაში ნადირობდა, რადგან მის დაკავებამდე ცოტა ხნით ადრე გარდაიცვალა.

 

Пэттон Освальт и Мишель Макнамара

 

მსახიობი პატონ ოსვალტი თრილერის პერსონაჟი რომ ყოფილიყო, უნდა ეფრთხილა: მისი მეუღლე, მიშელი, ეკრანზე იყო მიჯაჭვული,  როდესაც ტელევიზორში ნამდვილ მკვლელებსა და მანიაკებზე იყო გადაცემა.

 

ასეთ დროს შეუძლებელი იყო, მისთვის რამე გეკითხა, რადგან  მისი გონება მთლიანად დაპყრობილი ჰქონდა მორიგ საშინელ დანაშაულს. მაგრამ ოსვალტი ცოცხალი ადამიანი იყო და არა – ფილმის პერსონაჟი და მშვენივრად ესმოდა, რომ უნდა მიეიღო თავისი ცოლი ისეთად, როგორიც იყო და მას სხვა ქალი არ სჭირდებოდა.

 

მას ძალიანაც არ გაკვირვებია, როდესაც ქორწილიდან ერთი წლის შემდეგ, 2006 წელს, მიშელმა წამოიწყო ბლოგი სახელწოდებით TrueCrimeDiary – „ჩანაწერები რეალურ დანაშაულებზე“.

 

ამ ბლოგში ის არა მარტო საუბრობდა ჯერ კიდევ გამოუძიებელ შემთხვევებზე, არამედ თანამოაზრე მიმდევრებთან ერთად შეეცადა გაეჟღერებინა ისეთი ელემენტები, რომელთა საშუალებითაც შესაძლებელი გახდებოდა მკვლელების ვინაობის დადგენა.

 

წარსულ შემთხვევათა შორის, მიშელი საუბრობდა იმ მკვლელის შესახებ, რომელიც დიდი ხანია განიხილებოდა რამდენიმე სხვადასხვა დამნაშავედ, რადგან ის მოქმედებდა სხვადასხვა შტატში და რაღაც მომენტში შეცვალა დანაშაულის სტილიც.

 

ჰქონდა მრავალი განსხვავებული მეტსახელი – ღამის მონადირე, გიენა, აღმოსავლეთის რაიონის მოძალადე და სხვა.

 

Как интернет помог вычислить убийцу-маньяка, которого искали сорок лет

 

მაკნამარამ მას ახალი მეტსახელი შეარქვა: ოქროს შტატების ქილერი. სწორედ ამ მეტსახელით წარადგინეს ხელისუფლებასა და მედიასთან, როდესაც დააკავეს.

 

მაკნამარას უცნაური მისწრაფება ბავშვობაში დაიწყო, როდესაც მისი მეზობელი, ახალგაზრდა გოგონა, სახელად კატლინ ლომბარო, გააუპატიურეს და მოკლეს. მკვლელის მოძებნა ვერ მოახრეხეს. მიშელს სწამდა, რომ ბოროტება უნდა დასჯილიყო. მას დეტექტივებისკენ მიდრეკილება ამის შემდეგ გაუჩნდა.

 

ის იყო ჩვეულებრივი ქალი, რომელსაც აქვს კარგი კარიერა და კარგი ოჯახი, მაგრამ იყო მკვლელობებით შეპყრობილი. მას შემდეგ, რაც მაკნამარამ ბლოგის წერა დაიწყო, აღმოჩნდა, რომ იგი მარტო არ იყო.

 

მის გარშემო შემოიკრიბა თანამოაზრეთა ჯგუფი. ჰყავდა ათსობით მკითხველი.

ერთ-ერთი პოლიციელი, რომელიც წლების წინ მანიაკის დაჭერას ცდილობდა, ისევ ჩაერთო: პოლ ჰოლსი, პენსიაზე იყო,  დატოვა კარიერა, როგორც გამომძიებელმა. სწორედ მას მოუვიდა იდეა, როგორ მოძებნათ მანიაკის კვალი იმ მასალის გამოყენებით, რაც მას უკვე ხელთ ჰქონდა.

 

Правоохранительные органы исследуют доказательства в доме подозреваемого Джозефа Джеймса ДеАнджело

 

13 წლის გოგონას გაუპატიურებამდე, ნიღბიანი მამაკაცი დედამისთან მივიდა და დანით დაემუქრა. მან აიძულა ქალი, ოთხზე დამდგარიყო, ზურგზე კი ერთმანეთზე დალაგებული თეფშების კოშკი დაადგა. „თუ ჭურჭლის მტვრევის ხმას გავიგონებ, შენს ქალიშვილის თითებს მოვაჭრი“, – უთხრა მან.

 

ქალი ცრემლებს ყლაპავდა და გაუნძრევლად იდგა. ჩვეულებრივ, მანიაკი ამ ტექნიკას მსხვერპლის ქმრებთან იყენებდა, მაგრამ ამჯერად მისთვის უფრო საინტერესო აღმოჩნდა, რომ დედას მოესმინა, როგორ აუპატიურებდნენ მის ქალიშვილს.

 

მას სახე არ გამოუჩენია, არ დაუტოვებია თითის ანაბეჭდები. სამოცდაათიან და ოთხმოციან წლებში დნმ-ის ტესტირებაზე მხოლოდ ოცნება შეიძლებოდა. მანიაკმა თავისი პირველი დანაშაული 1976 წელს ჩაიდინა.

 

ყოველ შემდეგ მსხვეპლთან ახალ-ახალ  ნიუანსებს ამატებდა. მან დაიწყო თავისი მსხვერპლის მკვლელობა ქმრების თვალწინ.

Дом подозреваемого Джозефа Джеймса ДеАнджело

 

ოცი წლის ქეთი მაგგიორი კოლეგებთან ჩიოდა, რომ ვიღაც ურეკავდა სამსახურის ტელეფონზე და ეუბნებოდა: „შენი ჯერი მოდის“. ერთ დღეს შენიშნა, რომ ვიღაც უყურებდა მას ლურჯი მანქანიდან.

 

ამის შემდეგ მაგგიორმა დატოვა სამსახური. მან, რა თქმა უნდა, უთხრა ქმარს, ბრაიანს, არმიის პოლიციელს. ის ცდილობდა, ქეთი არ დაეტოვებინა. 

 

უცნობი მის თვალთვალს აგრძელებდა. ძაღლის გასეირნებისას ბრაიანმა შენიშნა ეს და უცნობის შეშინება სცადა. ხანმოკლე შეტაკება დასრულდა იმით, რომ უცნობმა ბრაიანს ესროლა და მოკლა.

 

მოწმეებმა დაინახეს, რომ ის გაიქცა. მათი ყურადღება მისმა ნიღბმა მიაპყრო, მაგრამ პოლიციამ ვერ აღმოაჩინა მკვლელი. ეს იყო მანიაკის პირველი მკვლელობა. ამის შემდეგ მან აღარ დატოვა ცოცხალი არც ერთი მსხვერპლი და მოწმე.

 

მიზეზი, რის გამოც მანიაკი არ ტოვებდა კვალს და ახერხერხებდა  დანაშაულების ასე ზუსტად და სრულყოფილად დაგეგმვას, გაირკვა მისი დაკავების შემდეგ.

 

მანიაკი იყო პოლიციელი. მან საფუძვლიანად იცოდა, თუ როგორ ჩატარდებოდა გამოძიება და სად ცდებოდნენ კრიმინალები. გარდა ამისა, როგორც ჩანს, ის იყენებდა თავისი პოზიციას და სახლს წინასწარ ათვალიერებდა.  მსხვერპლები თავად უღებდნენ კარს.

 

Мелани Барбо держит фотографию жертв Чери Доминго и Грега Санчеса во время предъявления обвинения Джозефу Джеймсу Де Анджело

 

ყოფილი პოლიციელი, ჰოულსი დარეგისტრირდა სათვალთვალო სისტემაში და ატვირთა მანიაკის დნმ-ის მონაცემები. და იპოვნეს! მართალია, ის მკვლელის ახლობელს ეკუთვნოდა, მაგრამ მისი მეშვეობით იპოვნეს თავად მკვლელი. მისი სახელია ჯოზეფ ჯეიმს დე ანჯელო.

 

ანჯელოს მეზობლები შოკში იყვნენ მისი დაპატიმრების გამო. ის იყო ძალიან ჩვეულებრივი მოხუცი, სისუფთავის მოყვარული, უცნაურობების გარეშე, თუმცა ზოგჯერ ხანდახან ცხარობდა, მაგრამ მისი ტემპერამენტი არ სცილდებოდა ასაკისთვის შესაფერ გაღიზიანებას.

 

მაგალითად, მას შესაძლოა, ეჩხუბა გაზონის შეკრეჭვის დროს ხმაურის გამო. ენჯელოს არ გაკვირვებია მის კართან  პოლიციელის დანახვა. არც წინააღმდეგობა გაუწევია. მაშინვე აღიარა ყველა დანაშაული, თითქოს მას მთელი ცხოვრება ელოდა ამას.

 

გამოძიებასთან თანამშრომლობის შედეგად შესაძლებელი გახდა მისთის სამუდამო სასჯელის დაწესება, სიკვდილით დასჯის ნაცვლად. ანჯელოს უყვარდა სხვისი სიცოცხლის მოსპობა, მაგრამ არ იყო მზად თავისი სიცოცხლის დასათმობად.

ავტორი: მარი ჯაფარიძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X