09:19 | 2021-07-29 ავტორი: Prime Time

აი, როგორი განსხვავებაა აცრილებსა და აუცრელებს შორის – რა გრაფიკას ავრცელებს ზაზა წერეთელი

აი, როგორი განსხვავებაა აცრილებსა და აუცრელებს შორის – რა გრაფიკას ავრცელებს ზაზა წერეთელი

ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს მრჩეველი ზაზა წერეთელი აცხადებს, რომ აცრა სავალდებულოა და ამის დასტურად გრაფიკას აქვეყნებს, რომელზეც აღწერილია რა განსხვავებაა აცრილებსა და აუცრელებს შორის.

 


შეცდომის აღიარება საქართველოში „არ მოსულა
2021-07-28შეცდომის აღიარება საქართველოში „არ მოსულა", მაგრამ გამოსავალიც არსებობს - გიორგი ფხაკაძის მიმართვა

 

„ორი მეტად საინტერესო გრაფიკი, რომელიც აჩვენებს რა აზრი აქვს აცრებს, განსაკუთრებით როცა დელტა შტამი მუსირებს ქვეყნებში. აქვე დავძენ რომ გარდა აცრებისა, ყველა წესის დაცვაც არის საჭირო, რაზეც საქართველოს მოსახლეობის დიდმა ნაწილმა უარი განაცხადა.

 

პირველი გრაფიკი გვიჩვენებს თუ როგორ მოიმატა შემთხვევებმა დელტა შტამის გამო სან დიეგოში, ივნისის შუა რიცხვებიდან, და რამხელა განსხვავება შემთხვევებში აცრილებსა და აუცრელებს შორის

 

მეორე გრაფიკი კი აჩვენებს თუ როგორ დაეცა კოვიდ სიკვდილიანობის მაჩვენებელი გაერთიანებულ სამეფოში, მასობრივი აცრების და იმუნური ფენის შექმნის შედეგად.

 

კიდევ კარგი სხვა ქვეყნები მაინც აკეთებენ ინფორმაციის შეგროვებას და ანალიზს!!!“,- წერს ზაზა წერეთელი.

 

 

 

ასევე ნახეთ: “ასე მეგონა, რომ ბოლოჯერ ვსუნთქავდი…” – სალომე შარვაძე მეექვსე დღეა, კოვიდს ებრძვის

 

ავტორი: Prime Time


X

error: Content is protected !!