fbpx
12:22 | 2021-01-13 ავტორი: ზურა დვალაშვილი

“აი რატომ ვთვლი, რომ ბოდიში უნდა მოიხადო!” – ევროპული საქართველოს წევრი ნიკა გვარამიას მიმართავს

“აი რატომ ვთვლი, რომ ბოდიში უნდა მოიხადო!” – ევროპული საქართველოს წევრი ნიკა გვარამიას მიმართავს

“ნიკა გვარამიას მიერ მოყვანილი მაგალითი (შედარება) (ხუმრობითაც კი) ჩემთვის და ყველა მუსლიმისთვის არის მიუღებელი და შეურაცხმყოფელი! მე ვგმობ ასეთ ქმედებას “, – ასე გამოეხმაურა “ევროპული საქართველოს” წევრი, აჰმედ იმამყულიევი ნიკა გვარამიას სატელევიზიო ხუმრობას ალაჰსა და მუჰამედზე.

 

აჰმედ იმამყულიევი მოუწოდებს ნიკა გვარამიას მოიხადოს ბოდიში არასწორი შედარების გამო.

 

“ნახეთ, მეგობრებო, ვინც ვერ მიხვდა სად და როგორ შეურაცხმყო ჩემი და მართლა გულწრფელი ადამიანების (მუსლიმების) რელიგიური გრძნობები (ნებით ან უნებლო)-(შეიძლება თვითონ არ ან ვერ მიხვდა) ნიკა გვარამიამ.

 

ტრიუკაჩი და მატყუარა ბიძინა ივანიშვილი თავის წერილში ახასიათებს მიშას და ნიკას როგორც ძალადობრივ, არაჰუმანურ, ცრუ ინფორმატორად და ასე შემდეგ(ანუ ცუდათ). და ნიკა ამბობს რომ მან წაიკითხა ეს წერილი და იქ დაინახა რომ ბიძომ მიშა როგორც ალლაჰი და თავისი თავი კი მოციქული (წინასწარმეტყველი) მუჰამმედს აღწერდა (შეადარა).
გამოდის რომ ალლაჰი მოძალადეა, არა ჰუმანურია? მოციქული მუჰამმედი მატყუარაა?

 

აი რატომ ვთვლი რომ ბოდიში უნდა მოიხადო! რადგან არა სწორი შედარება გააკეთე.

 

P.S. რაც ეხება ქოცების ორკესტრირებულ პოსტებს, მე მათ მიერ დაწერილს საერთოდ გულწრფელად არ აღვიქვამ და არ განვიხილავ! ბიძინას მონების აზრი საერთოდ არ მაინტერესებს!”, – წერს აჰმედ იმამყულიევი.

 

შეგახსენებთ, რომ ნიკა გვარამიამ ბიძინა ივანიშვილის წერილის განხილვისას განაცხადა, რომ  ბიძინა ივანიშვილს სააკაშვილი ალაჰი ჰგონია, ხოლო გვარამია კი მუჰამედი.

 

“ნახევრად ხუმრობით ვიტყვი, რომ პრაქტიკულად უწერია, რომ სააკაშვილი ალაჰი და მოციქული მისი მუჰამედი გვარამია, ეს კაცი არ არის სტაბილური სააკაშვილის ნიადაგზე პირველ რიგში და მეორე რიგში ჩემს ნიადაგზეც.“

ავტორი: ზურა დვალაშვილი
X