10:46 | 2020-06-25 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

მორაგბე რომ ხარ, რატომ მიდიხარ გამოძახებით ადამიანის ცემაზე – გოგა ჩანადირი

მორაგბე რომ ხარ, რატომ მიდიხარ გამოძახებით ადამიანის ცემაზე – გოგა ჩანადირი

ფოტოხელოვანი გოგა ჩანადირი 19 წლის გიორგი შაქარაშვილის სავარაუდო მკვლელობის ამბავს ეხმაურება და სოციალურ ქსელში წერს:

 

„აი, მორაგბე რომ ხარ, ქართველი მორაგბეების უამრავი მაგალითი რომ გაქვს, როგორ გამოდიან ისინი ძალადობის, ცემის, მკვლელობის წინააღმდეგ, შენ რატომღა არცხვენ მათ სახელს?

 

ვინ არის ევროპის ჩემპიონი, რომელიც გიორგი შაქარაშვილის გაუჩინარების საქმეზე დაკითხეს
2020-06-25ვინ არის ევროპის ჩემპიონი, რომელიც გიორგი შაქარაშვილის გაუჩინარების საქმეზე დაკითხეს

 

რატომ მიდიხარ გამოძახებით ადამიანის ცემაზე? რატომ თელავ ფეხქვეშ იმათ სახელებს, რომლებსაც სამშობლოსთვის და ადამიანებისთვის გული უძგერთ? რანაირი მორაგბე ხარ?

 

არავის ეპატიება ძალადობა. თქვენ განსაკუთრებით არ გეპატიებათ. 19 წლის გიორგი შაქარაშვილის მკვლელობით შეარცხვინეთ რაგბის სამყარო“.

 

ასევე ნახეთ: სახელდება სპორტსმენების ვინაობა, ვინც გიორგი შაქარიშვილის საქმის ფიგურანტები გახდნენ

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

0
კომენატარი - +

X