00:22 | 2021-06-17 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

„აგვისტოში სრულად იქნება ინდური შტამი“ – გიორგი ფხაკაძე გვირჩევს, თუ როგორ დავიცვათ თავი 

„აგვისტოში სრულად იქნება ინდური შტამი“ – გიორგი ფხაკაძე გვირჩევს, თუ როგორ დავიცვათ თავი 

გვინდა თუ არ გვინდა, მოგვწონს თუ არ მოგვწონს, ინდური შტამი მთელ მსოფლიოს დაიპყრობს, – ამის შესახებ ჯანდაცვის დამოუკიდებელი ექსპერტი გიორგი ფხაკაძე საუბრობს.

 

„ბრიტანეთში ყველა ახალი ინფიცირებული ვინც არის, 96% არის ინდური შტამით, შეერთებულ შტატებში – 10%, საფრანგეთში -4%. უბედურება ისაა, რომ 1 კვირაში ციფრები ორმაგდება. რა ვიცით ინდური შტამის შესახებ – ბევრი არაფერი.

 

აგვისტოს ბოლოს მთელ საქართველოში ინდური შტამი იქნება გავრცელებული. რა უნდა გავაკეთოთ – ჩვენ გვჭირდება სასწრაფოდ “ფაიზერის“ ვაქცინა ქვეყანაში. თუ ჩვენ ამ ვაქცინას გავიკეთებთ, ნიშნავს, რომ 100 ვაქცინირებული ადამიანიდან პირველი დოზის გაკეთების შემდეგ 30% იქნება დაცული.  მეორე დოზის შემდეგ 86-88% იქნება დაცული. ნიშნავს, რომ ვირუსი არ გავრცელდება და ადამიანი არ გარდაიცვლება“, – ამბობს გიორგი ფხაკაძე.

 

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X