11:17 | 2020-08-19 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

აგვისტოში გამოვლენილი კოვიდშემთხვევებიდან 10-ის წყარო ვერ დგინდება

აგვისტოში გამოვლენილი კოვიდშემთხვევებიდან 10-ის წყარო ვერ დგინდება

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარიანა ეზუგბაიას განცხადებით, 3 აგვისტოდან დღემდე გამოვლენილი კორონავირუსის შემთხვევებიდან დაახლოებით 10-ის წყარო უცნობია.

 

დღეს საქართველოში კორონავირუსის 10 შემთხვევა დადასტურდა, აქედან 3-ის წყარო დაუდგენელია, 1 ლენჯერის კლასტერს განეკუთვნება, 4 დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია, ორი კი იმპორტირებული შემთხვევაა.

 

საქართველოში კორონავირუსის ათი ახალი შემთხვევა გამოვლინდა
2020-08-19საქართველოში კორონავირუსის ათი ახალი შემთხვევა გამოვლინდა

 

საერთო ჯამში საქართველოში კორონავირუსის 1361 შემთხვევაა რეგისტრირებული, მათგან გამოჯანმრთელდა 1098 ადამიანი, ხოლო გარდაიცვალა 17.

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X