fbpx
22:52 | 2020-11-16 ავტორი: Prime Time

აგვისტოს ომში ჩვენი მიცვალებულები გამოსვენებულებიც კი არ იყვნენ ისე დაყარეს, გამოიქცნენ და ზეიმობდნენ არარსებულ გამარჯვებას – თეა წულუკიანი ოპოზიციაზე

აგვისტოს ომში ჩვენი მიცვალებულები გამოსვენებულებიც კი არ იყვნენ ისე დაყარეს, გამოიქცნენ და ზეიმობდნენ არარსებულ გამარჯვებას – თეა წულუკიანი ოპოზიციაზე

„ქართული ოცნების“ წევრმა თეა წულუკიანმა აჭარის ტელევიზიაზე, ვახო ხუზმიაშვილის გადაცემა „თავისუფალ სივრცეში“ სტუმრობისას განაცხადა, რომ ოპოზიცია გაყალბებული არჩევნების შესახებ მოდელირებულად საუბრობს და ამის დამადასტურებელი არცერთი ფაქტი არ გააჩნია.

 

„როცა ხელისუფლებაში იყვნენ გამოიგონეს, რომ აგვისტოს ომი მოიგეს. არადა ჩვენი მიცვალებულები გამოსვენებულებიც კი არ იყვნენ ისე დაყარეს, გამოიქცნენ და ზეიმობდნენ არარსებულ გამარჯვებას. შემდეგ მოდელირებული ქრონიკით გაუხეთქეს ხალხს გულები. ახლა კი მოდელირებული, გაყალბებული არჩევნების შესახებ საუბრობენ და არ აქვთ არცერთი ფაქტი“, – განაცხადა წულუკიანმა.

 

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X